სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 1 476 916 დათვლილი ხმის საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.
ვითარების არსი: ნიკოლ ფაშინიანის პარტია "სამოქალაქო ხელშეკრულება" - 727 160 ხმა (49.81%)
- პრო-რუსი ოლიგარქის, სამველ კარაპეტიანის "ძლიერი სომხეთი" - 340 062 ხმა (23.29%)
- პრო-რუსი ექს-პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ალიანსი "სომხეთი" - 145 097 ხმა (9.94%)
- ოლიგარქ გაგიკ წარუკიანის პარტია "აყვავებული სომხეთი" - 58 368 ხმა (4.00%)
სტრიქონებს შორის: პარტიები და ალიანსები, რომლებმაც ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი, პარლამენტში მანდატებს ვერ მიიღებენ. მათი ხმები, მანდატების განაწილების პროცესში, იმ პოლიტიკურ ძალებზე გადანაწილდება, რომლებმაც ბარიერი გადალახეს.
- საბოლოო შედეგებზე დაყრდნობით, ეროვნულ ასამბლეაში მანდატების სავარაუდო განაწილება შემდეგნაირია:
- ფაშინიანის "სამოქალაქო ხელშეკრულება" - 61 მანდატი
- ალიანსი "ძლიერი სომხეთი" - 28 მანდატი
- ალიანსი "სომხეთი" - 11 მანდატი
- პარტია "აყვავებული სომხეთი" - 5 მანდატი
დიდი სურათი: ნიკოლ ფაშინიანის პარტიას პარლამენტში სტაბილური უმრავლესობა ექნება, მაგრამ მან ვერ შეძლო საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭირო 70 მანდატის მიღება, რამაც შეიძლება გაველნა მოახდინოს აზერბაიჯანთან საშვიდობო შეთანხმების მიღწევაზე.
- ქვეყნის მასშტაბით სულ დათვლილია 1 476 916 ბიულეტენი.