დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

17:49 | 12 ოქტომბერი, 2026 — ნორვეგია

ნორვეგიაში ჩინურმა ავტომობილებმა სამხედრო წვრთნების კადრები და წვდომის კოდები შეინახეს - DN

ნორვეგიელმა სამხედროებმა აღმოაჩინეს, რომ ნაქირავები ჩინური წარმოების ავტომობილები სამხედრო წვრთნების დროს ვიდეოკადრებს ავტომატურად იწერდნენ და ინახავდნენ.

ვითარების არსი: სამხედროების მიერ თანამედროვე სამოქალაქო ავტომობილების გამოყენება სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს.

  • ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებების ნაკლებობის გამო, ამ ავტომობილების გამოყენება წვრთნების განმავლობაში მაინც გაგრძელდა.
  • ნორვეგიის ეროვნული უსაფრთხოების ორგანოს თანახმად, თანამედროვე ავტომობილი შეიძლება 200-ზე მეტ ელექტრონულ სენსორს შეიცავდეს. გარე აქტორების მიერ ამ მონაცემებზე წვდომამ შეიძლება გამოიწვიოს მეთვალყურეობა, გადაადგილების კონტროლი ან სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება.

  • ნორვეგიის კონტრდაზვერვამ "2026 წლის ეროვნული საფრთხეების შეფასებაში" აღნიშნა, რომ ჩინეთის სპეცსამსახურებმა ნორვეგიაში ჯაშუშობის შესაძლებლობები გააფართოეს (როგორც კიბერსივრცეში, ისე აგენტურული ქსელის მეშვეობით).

  • ცნობისთვის, მაისში ნორვეგიაში ჯაშუშობაში თანამონაწილეობის ეჭვმიტანილის სტატუსით ჩინეთის მოქალაქე დააკავეს, რომლის სავარაუდო სამიზნეც სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე Andøya-ს კოსმოდრომი იყო.

კავშირი ჩინეთთან: 2024 წლიდან ნორვეგიის არმია სამხედრო მიზნებისთვის First Rent A Car-ის ნაქირავებ მანქანებს იყენებს.

  • კომპანიას სრულად აკონტროლებს Volvo Cars, რომლის აქციების თითქმის 79%-ს ჩინური გიგანტი Zhejiang Geely Holding Group ფლობს.

კონტექსტი: სამოქალაქო ელექტრონული მოწყობილობებით ინფორმაციის შეგროვება სხვა ქვეყნებისთვისაც სერიოზული პრობლემაა.

  • 2025 წლის აგვისტოში, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ჩინური წარმოების მანქანებს სამხედრო ბაზებზე შესვლა აუკრძალა, ნოემბრიდან კი ოფიცრებს ჩინური სამსახურებრივი მანქანები ჩამოართვა. მიზეზი: სენსიტიური ინფორმაციის შეგროვების რისკი.

  • აპრილში გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსეთისა და ჩინეთის ჯაშუშობის საფრთხის გამო, გასაიდუმლოებულ ინფორმაციასთან მუშაობისას პირადი სმარტფონების, პლანშეტებისა და ჭკვიანი საათების გამოყენება შეზღუდა.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე