აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვებას ქვეყნის 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოეხმაურა.
ციტატა: "ისინი [დემოკრატი კანდიდატები] განსხვავებული წარმომავლობისა და გამოცდილების ადამიანები იყვნენ და სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება ჰქონდათ, თუმცა აერთიანებდათ საერთო ღირებულებები, საზოგადოებისთვის მსახურების რწმენა და ერთგულება პრინციპისადმი, რომ უპირველეს ყოვლისა საკუთარი საარჩევნო ოლქებისა და შტატების მოსახლეობის ინტერესებზე უნდა ეზრუნათ", - წერს ობამა.
- ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედ ადმინისტრაციას ხელისუფლებაში კიდევ ორი წელი რჩება, ახლა დემოკრატების ამოცანაა, აქტიურად შეუდგნენ საქმეს, განახორციელონ ცვლილებები იქ, სადაც ამის უფლებამოსილება ექნებათ, თავიდან აიცილონ შემდგომი ზიანი და საფუძველი ჩაუყარონ მომავალს.
დაეწიე ამბავს: დემოკრატიულმა პარტიამ შეერთებული შტატების სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა.
- სენატში გამარჯვება 3 ნოემბერს დადასტურდა, როდესაც NBC News-ის ცნობით, დემოკრატებმა რამდენიმე საკვანძო შტატში დაამარცხეს რესპუბლიკელები, მათ შორისაა ტეხასი, სამხრეთ კაროლინა, კანზასი, ჩრდილოეთ კაროლინა და ოჰაიო.