დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

13:37 | 10 ნოემბერი, 2026 — აშშ

რუბიო: არჩევნებში დამარცხება ტრამპის საგარეო პოლიტიკაზე გავლენას არ მოახდენს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რესპუბლიკელების მარცხი შუალედურ არჩევნებში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომაზე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართ გავლენას არ იქონიებს.

ვითარების არსი: Associated Press-ის ცნობით, რუბიომ "დიდი შვიდეულის" კოლეგებთან მოლაპარაკებების შემდეგ თქვა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის პოლიტიკას საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს, მიუხედავად შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის მძიმე მარცხისა.

  • მან აღნიშნა, რომ ტრამპს სურს ირანთან, ისევე როგორც რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტების დასრულება, თუმცა აშშ მსოფლიო არენაზე კვლავ მიჰყვება მიდგომას "ამერიკა უპირველეს ყოვლისა."
  • "კონგრესს გარკვეული როლი აქვს დაკისრებული ჩვენს საგარეო პოლიტიკაში, განსაკუთრებით დაფინანსებისა და კონტროლის საკითხებში, მაგრამ მთავარი ფაქტორი, რომელიც საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს, ყოველთვის იყო და დარჩება პრეზიდენტი," - განაცხადა რუბიომ.

სტრიქონებს შორის: აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის დამარცხების შემდეგ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აღიარებს არჩევნების შედეგებს და მზადყოფნა გამოთქვა, ითანამშრომლოს კონგრესში დემოკრატიულ უმრავლესობასთან.

  • აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დაამყარა.
  • ბოლო მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებმა უკვე 255 მანდატი მოიპოვეს, მაშინ როცა რესპუბლიკელებს მხოლოდ 163 ადგილი აქვთ, 17 ოლქში კი შედეგები ჯერ კიდევ დაუზუსტებელია.
  • რაც შეეხება სენატს, დემოკრატიულმა პარტიამ 54 მანდატი მიიღო, რესპუბლიკელებმა - 44.
  • დარჩენილ 2 შტატში, ალასკასა და მისისიპიში, სადაც გამარჯვებული ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა, ასევე დემოკრატი კანდიდატები ლიდერობენ.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე