ახალი ამბები

17:33 | 26 მაისი, 2026 — სამშვიდობო მოლაპარაკებები

რუბიო: აშშ რუსეთსა და უკრაინასთან მოლაპარაკებებს წყვეტს

ინდოეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჟურნალისტებს შეხვდა.

რუბიოს თქმით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში აშშ აღარ ასრულებს სამშვიდობო მოლაპარაკებების ინიციატორის როლს.

რა თქვა რუბიომ: "მოლაპარაკებებში იმიტომ ჩავერთეთ, რომ გვითხრეს, თითქოს ერთადერთები ვიყავით, ვისაც ამის გაკეთება შეეძლო. ჩვენ ვიყავით ერთადერთები, ვისაც რუსებიც და უკრაინელებიც დაელაპარაკებოდნენ. ასე რომ, ჩავერთეთ. სამწუხაროდ, მათ შედეგი არ გამოუღიათ. ეს არის რეალობა[...] ჩვენ მზად ვართ ეს როლი შევასრულოთ. ამჟამად მსგავსი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს." - განაცხადა რუბიომ.

  • სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია წინააღმდეგი არ არის, თუ მშვიდობისმყოფელის როლს სხვა სახელმწიფო მოირგებს. "თუმცა როგორც ჩანს, ამჟამად მსოფლიოში სხვა არავინაა, ვისაც ამის გამკლავება შეუძლია." - აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
  • რუბიოს აზრით რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ერთადერთი გზა მშვიდობიანი მოლაპარაკებებია, ვინაიდან ვერც ერთი მხარე ვერ მიაღწევს "ტრადიციული სამხედრო გზით გამარჯვებას".
  • "ჩვენ დიდი სიამოვნებით დავსხდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუ გამოჩნდება კონსტრუქციული და პროდუქტიული მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა. ჩვენ ასევე არ გვაინტერესებს იმ შეხვედრების უსასრულო ციკლში ჩართვა, რომლებსაც არანაირი შედეგი არ მოაქვს". - თქვა რუბიომ.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე