ახალი ამბები

15:21 | 03 ივნისი, 2026 — რუსეთი

რუს პოლიტპატიმარს კოლონიის თანამშრომელზე თავდასხმის ბრალდებით ვადა გაუზარდეს

ალტაის მხარის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ მარია პონომარენკოს 1 წლით და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ბრალდებით: "კოლონიის თანამშრომლის მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის არასაშიში ძალადობის გამოყენება".

დეტალები: ტელეგრამ-არხ "ტიურემნი ადვოკატის" ინფორმაციით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების გათვალისწინებით, საბოლოო ვადამ საერთო რეჟიმის კოლონიაში ორი წელი და სამი თვე შეადგინა.

  • ეს რიგით მესამე განაჩენია, რომელიც პოლიტპატიმარ მარია პონომარენკოს გამოუტანეს.

წინარე ისტორია: მარია პონომარენკო 2022 წლის აპრილში სამხედრო "ფეიკების" საქმეზე დააკავეს მარიუპოლის დრამატულ თეატრზე ავიადარტყმის შესახებ გამოქვეყნებული პოსტის გამო.

  • 2023 წლის თებერვალში მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
  • 2023 წლის შემოდგომაზე მის წინააღმდეგ მეორე საქმე აღიძრა. მას ბრალად ედებოდა სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ორ თანამშრომელზე თავდასხმა, რომლებიც მის დისციპლინურ კომისიაზე ძალის გამოყენებით წაყვანას ცდილობდნენ.
  • მეორე განაჩენი — 1 წელი და 10 თვე კოლონიაში - ჟურნალისტს 2025 წლის მარტში გამოუტანეს.
  • 2025 წლის აგვისტოში კი ახალი საქმე გამოჩნდა - კვლავ "კოლონიის თანამშრომელზე თავდასხმის" მუხლით.

  • პონომარენკო ყველა ბრალდებას უარყოფს.

ასევე ნახე