დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

13:51 | 01 ოქტომბერი, 2026 — რუსეთი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შემოდგომაზე 120 ათას წვევამდელს გაიწვევს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შემოდგომის გაწვევის ფარგლებში სავალდებულო სამხედრო სამსახურში 120 000 ადამიანს გაიწვევს.

ვითარების არის: ინფორმაციას რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი საორგანიზაციო-მობილიზაციური სამმართველოს უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი ევგენი ბურდინსკი ავრცელებს.

  • ბურდინსკის ცნობით, წვევამდელები სამსახურის ადგილების მიმართულებით შეკრების პუნქტებიდან უკვე 10 ოქტომბრიდან დაიძვრებიან.
  • გენშტაბის წარმომადგენლის თქმით, წვევამდელები "დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანების შესასრულებლად არ გაიგზავნებიან".

ჩაშლილად: ბურდინსკის თქმით, მიმდინარე წლის აპრილ-ივლისში, საგაზაფხულო საწვევი კამპანიის დროს სავალდებულო სამხედრო სამსახურში 140 000-ზე მეტი ადამიანი გაგზავნეს.

  • 2026 წლიდან რუსეთში ე.წ. მუდმივი გაწვევა მოქმედებს. მის ფარგლებში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა წელიწადის განმავლობაში მიმდინარეობს, ხოლო სამსახურის ადგილებისკენ მათ გაგზავნას გაზაფხულსა და შემოდგომაზე ახორციელებენ.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე