ახალი ამბები

12:21 | 28 ივლისი, 2026 — რუსეთი

რუსეთმა ავიამზიდების მშენებლობა 2040-იან წლებამდე გადადო

რუსეთმა ავიამზიდების მშენებლობის საკითხი 2040-იან წლებამდე გადადო.

ამის შესახებ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარსარდალმა ალექსანდრ მოისეევმა ტელეკომპანია "ზვეზდასთან" ინტერვიუში განაცხადა.

ვითარების არსი: ჟურნალისტის კითხვას ავიამზიდების მშენებლობის ვადებზე მოისეევმა ასე უპასუხა: "დრო გვიჩვენებს. ჩვენს მიერ განხილული სტრატეგიის ფარგლებში, საუბარია 2040-იან წლებზე".

  • 2016 წელს სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემთმშენებლობის სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ტრიაპიჩნიკოვი ამბობდა, რომ 2030 წლის ბოლოსთვის შეიარაღებაში ახალი ატომური ავიამზიდი კრეისერი უნდა შესულიყო.
  • ავიამზიდი კომპლექსის შექმნა გათვალისწინებული იყო 2030 წლამდე სამხედრო-საზღვაო საქმიანობის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლებში, რომელიც 2017 წლის ივლისში ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა.
  • დოკუმენტის კომენტირებისას სახელმწიფო მედია RT-სთან სამხედრო ექსპერტმა ვიქტორ ლიტოვკინმა განაცხადა, რომ ისეთი მსხვილი საზღვაო სახელმწიფო, როგორიც რუსეთია, ვერ იარსებებს ავიამზიდების გარეშე.
  • უკვე მომდევნო თვეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ იური ბორისოვმა განაცხადა, რომ შეიარაღების სახელმწიფო პროგრამის გეგმაში 2025 წლისთვის ახალი ავიაამზიდის მშენებლობის დაწყება იგეგმებოდა.

ჩაშლილად: ავიამზიდების მშენებლობისთვის საწარმოო სიმძლავრეების განვითარების აუცილებლობაზე საუბარია პრეზიდენტის მიერ 2022 წლის აგვისტოში ხელმოწერილ რუსეთის ახალ საზღვაო დოქტრინაშიც.

  • დოკუმენტში აღნიშნულია, რომ წყნარი ოკეანის რეგიონული მიმართულებით ეროვნული საზღვაო პოლიტიკის პრიორიტეტებს შორეულ აღმოსავლეთში მსხვილი მოცულობის გემების, მათ შორის სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის თანამედროვე ავიამზიდების მშენებლობისთვის განკუთვნილი გემთმშენებელი კომპლექსის განვითარება წარმოადგენს.
  • რუსეთის ერთადერთი ავიამზიდი ამჟამად კრეისერი "ადმირალი კუზნეცოვია". 1980-იანი წლების შუა პერიოდში წყალში ჩაშვებული გემის რემონტი 2017 წელს დაიწყეს და აღდგენის დასრულებას 2022 წლისთვის გეგმავდნენ.
  • რემონტის ვადა ჯერ 2024 წლამდე გადაიდო, რის შემდეგაც "გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციის" მართვაში მიმღები ბანკის, VTB-ს ხელმძღვანელმა ანდრეი კოსტინმა განაცხადა, რომ ავიამზიდის რემონტის გაგრძელებაში აზრს ვერ ხედავს.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე