ახალი ამბები

14:41 | 24 ივლისი, 2026 — რუსეთი

რუსეთმა სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტი აკრძალა

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური 27 ივლისიდან სომხეთიდან რძის პროდუქტების შეტანაზე შეზღუდვებს აწესებს.

ვითარების არსი: 24 ივლისს უწყებამ ეს ზომები სომხეთში წარმოებისას დაფიქსირებული დარღვევებით ახსნა, რომლებიც სამსახურის თანამშრომლებმა ინსპექტირებისას აღმოაჩინეს.

  • მათ შორის, როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, "დადგინდა დაინფიცირებული პირუტყვის რძის გამოყენება იმ პროდუქტების დასამზადებლად, რომლებიც რუსეთში იგზავნება."
  • რუსულმა მხარემ ასევე განაცხადა, რომ სომხეთში "დღემდე არ არის აწყობილი სისტემა, რომელიც წარმოებაში გამოყენებული რძის წარმომავლობისა და უსაფრთხოების დადასტურების საშუალებას იძლევა, განსაკუთრებით ფიზიკური პირებისგან მიღებული რძის, რომლებიც ვერ იძლევიან ჩაბარებული პროდუქციის უსაფრთხოების გარანტიას."
  • "როსსელხოზნადზორში" ერევანი დაადანაშაულეს, რომ ის "ვერ ახერხებს სოფლის მეურნეობის მწარმოებლების კონტროლს."

სტრიქონებს შორის: სომხეთზე რუსეთმა ეკონომიკური ზეწოლა ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების წინ, ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლების ევროკავშირთან დაახლოების შემდეგ დაიწყო.

  • 22 მაისს რუსეთის ფედერაციამ სომხეთიდან ყვავილების შეტანა აკრძალა, 30 მაისს - ახალი ბოსტნეულისა და კენკრის, 2 ივნისს შეზღუდვები დაწესდა კურკოვან ხილსა და ყურძენზე, ხოლო 3 ივნისიდან - კარტოფილზე, ბადრიჯანსა და ჩირზე.
  • გარდა ამისა, მანამდე დაიბლოკა მინერალური წყალ "ჯერმუკის," კონიაკის, ღვინოების, ცოცხალი თევზისა და თევზის პროდუქტების მიწოდება.
  • 12 ივნისს "როსსელხოზნადზორმა" სომხეთიდან მთელი მცენარეული პროდუქციის იმპორტის აკრძალვის შესახებ გამოაცხადა.

დიდი სურათი: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადემირ პუტინმა 29 მაისს ერევანი "უკრაინული სცენარის" შესახებ გააფრთხილა, მანამდე კი სომხეთში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა გამოთქვა.

  • 26 მაისს რუსეთი სომხეთს გაზის, ნავთობპროდუქტებისა და ალმასების მიწოდების შესახებ შეთანხმებების გაუქმებით დაემუქრა. 
  • სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საპასუხოდ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ყოფნას, სანამ კავშირებს შორის არჩევანი გარდაუვალი არ გახდება. 
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე