ახალი ამბები

18:44 | 05 აგვისტო, 2026 — რუსეთ-უკრაინის ომი

რუსეთმა უკრაინულ მარკეტპლეის "Rozetka"-ს უმსხვილეს საწყობზე იერიში მიიტანა

კიევის ოლქში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სრულად განადგურდა უკრაინული მარკეტპლეისის, Rozetka-ს, უდიდესი საწყობი.

ამის შესახებ ოთხშაბათს, 5 აგვისტოს, კომპანიის თანადამფუძნებელმა ირინა ჩეჩეტკინამ განაცხადა. მისი თქმით, საუბარია ბროვარიში მდებარე სადისტრიბუციო სასაწყობო კომპლექსზე, რომელიც 2017 წელს გაიხსნა.

ჩაშლილად: ჩეჩეტკინამ აღნიშნა, რომ საწყობში ყოველდღიურად დაახლოებით 100 ათასი შეკვეთა მუშავდებოდა. რუსული რაკეტის დარტყმის შემდეგ ის აღდგენას არ ექვემდებარება. წინასწარი მონაცემებით, იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.

  • როგორც კომპანიაში განაცხადეს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა Rozetka-ს საწყობს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სამჯერ დაარტყეს.
  • კერძოდ, 2 აგვისტოს კომპანიაში განაცხადეს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში საწყობს რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა უკვე ორჯერ დაარტყეს.
  • 5 აგვისტოს ღამით რუსეთმა იერიში მიიტანა "ნოვაია პოშტას" კომპლექსზეც კიევში. კომპანიაში განაცხადეს, რომ თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა დაშავდა.
  • "ნოვაია პოშტაში" ასევე აღნიშნეს, რომ კომპლექსზე დარტყმისას რუსულმა ჯარებმა კასეტური საბრძოლო მასალა გამოიყენეს.
  • გარდა ამისა, კიევსა და კიევის ოლქში ლოგისტიკურ ცენტრსა და ქარხანაზე დარტყმის შესახებ განაცხადა სავაჭრო ცენტრების ქსელმა "ეპიცენტრმა".
  • კომპანიაში განაცხადეს, რომ იერიშების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

კონტექსტი: რუსული იერიში უკრაინის მარკეტპლეისებსა და ფოსტაზე პასუხია Wildberries-ის საწყობების რეგულარულ დაბომბვაზე.

  • უკრაინა თითქმის ერთი თვეა ყოველდღიურად უტევს რუსული მარკეტპლეის Wildberries-ის საწყობებს და ლოგისტიკურ ცენტრებს.
  • ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით მარკეტპლეისის საწყობებში ინახება პროდუქცია, რომელსაც რუსეთი ფრონტზე იყენებს.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე