დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

16:19 | 25 სექტემბერი, 2026 — რუსეთი

რუსული Z-ბლოგ "Рыбарь"-ის ჟურნალისტები ბერლინში ფუფუნებაში ცხოვრობენ - IS

ვიტალი ჩაშჩუხინი და იგორ დოლმატოვი, რომლებიც ჩეხურმა მედიამ და სპეცსამსახურებმა მსხვილ Z-არხ "Рыбарь"-ზე [რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული ტელეგრამ მედია] მუშაობაში ამხილეს, წლებია გერმანიაში ლეგალურად ცხოვრობენ. 

ინფორმაციას ამის შესახებ "Важные истории" ავრცელებს.

ვითარების არსი: გამოძიების თანახმად, 9 სექტემბერს ისინი პრაღაში "Рыбарь"-ის დავალებით ჩავიდნენ, თუმცა ადგილობრივ ჟურნალისტებთან შეხვედრისას გაქცევა სცადეს.

  • პოლიციამ ისინი დააკავა და ქვეყნის დასატოვებლად სამდღიანი ვადა მისცა. დაკითხვაზე ორივემ განაცხადა, რომ ოფიციალურად გამოცემა "Известия"-ში მუშაობენ.
  • "Известия" 2024 წლიდან ევროკავშირის სანქციების ქვეშაა, თუმცა ჩაშჩუხინი და დოლმატოვი გერმანიაში ბიუროს თანამშრომლებად ოფიციალურად ირიცხებიან.
  • მიუხედავად იმისა, რომ ჩაშჩუხინი თავის რეპორტაჟებში გერმანიას "ჩამოშლილ" და გაძვირებულ ქვეყნად წარმოაჩენს, თავად ბერლინის ყველაზე პრესტიჟულ, მილიონერების უბანში ორსართულიან ვილაში ცხოვრობს.

დეტალები: გამოძიების თანახმად, მხოლოდ 2025 წლის პირველ შვიდ თვეში თითოეულმა მათგანმა დაახლოებით 10.2 მილიონი რუბლი გამოიმუშავა.

  • ჩაშჩუხინი 89,000 ევროდ შეფასებული სპორტული Porsche 718-ით დადის.

  • მისი ოპერატორი, იგორ დოლმატოვი კი, რომელიც იმავე ელიტურ უბანში ცხოვრობს, ცოტა ხნის წინ გერმანული ტელევიზიის ობიექტივში კანცლერ ფრიდრიხ მერცთან სულ რაღაც რამდენიმე მეტრში დააფიქსირეს.

  • გამოცემის თანახმად, ჯერჯერობით გაურკვეველია, რა საფუძვლით ინარჩუნებენ ისინი ევროკავშირის რეზიდენტის სტატუსს "Известия"-ს სანქცირებული სტატუსის ფონზე.
  • ჟურნალისტებმა განმარტებებისთვის გერმანიის შესაბამის უწყებებს უკვე მიმართეს.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე