16:15 | 01 ივნისი, 2026 — რუსეთ-უკრაინის ომი
რუსული „ზებრა-სატვირთოები“: ახალი მცდელობა უკრაინული დრონების წინააღმდეგ
რუსეთის არმია უკრაინული დრონებისგან თავის დასაცავად სატვირთო მანქანების შენიღბვას ცდილობს, თუმცა თავად რუსი სამხედრო ბლოგერებიც კი ამ მეთოდის ეფექტურობას საეჭვოდ მიიჩნევენ.
ვითარების არსი: ეს მცდელობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ ბოლო პერიოდში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, საშუალო მანძილზე მოქმედი დრონების გამოყენებით, სრულ საცეცხლე კონტროლზე აიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამავალი ლოჯისტიკური გზები და სისტემატურად ანადგურებენ მათზე მოძრავ სამხედრო ტექნიკას.
დეტალები: უკრაინული დრონები ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ და მათში არსებული ავტომატური თვალთვალის სისტემები სამიზნეს ადვილად არჩევენ, რადგან დრონების მეხსიერებაში წინასწარ არის ჩატვირთული რუსული სამხედრო ტექნიკის ტიპები და მათი მახასიათებლები.
- რუსი „Z-ბლოგერების“ თანახმად, სატვირთო მანქანების სილუეტის „დაშლის“ ეს მცდელობა, სავარაუდოდ, ვერ მოახდენს გავლენას კამიკაძე-დრონების თანამედროვე ალგორითმებზე, თუმცა საბოლოო შედეგს, როგორც ყოველთვის, მხოლოდ რეალური საბრძოლო მოქმედებები აჩვენებს.