ახალი ამბები

11:28 | 15 ივნისი, 2026 — რუსეთი

სანდუ: მოლდოვა მკაცრად გმობს თავდასხმებს საკულტო ნაგებობებზე

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ კიევის პეჩერის ლავრაზე რუსეთის თავდასხმა დაგმო.

ვითარების არსი: "კრემლის მკვლელმა რეჟიმმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის წმინდა არაფერი არსებობს. მათ, ვინც თავს ქრისტიანული ფასეულობების დამცველებად აცხადებენ, დაბომბეს მართლმადიდებლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო - კიევ-პეჩერის ლავრა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი." - აღნიშნა სანდუმ.

  • "ეს თავდასხმა უკრაინისთვის კიდევ ერთი ტერორისტული ღამის განმავლობაში მოხდა, რასაც უდანაშაულო ადამიანების დაღუპვა, დაჭრა და ინფრასტრუქტურის სერიოზული დაზიანება მოჰყვა." - ხაზი გაუსვა მოლდოვის პრეზიდენტმა.
  • "ამ სარაკეტო დარტყმების ფონზე, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. მოლდოვის რესპუბლიკა მკაცრად გმობს თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობასა და საკულტო ნაგებობებზე და დგას უკრაინის გვერდით მის ბრძოლაში თავისუფლებისთვის, მშვიდობისთვის და საკუთარი მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლებისთვის." - თქვა მან.

სტრიქონებს შორის: ორშაბათს დილით რუსეთი კიევს დაესხა თავს. დაიღუპა 4 ადამიანი და 30 დაშავდა მოქალაქე, დაზარალებულებს შორის ორი ბავშვია.

  • უკრაინის დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ აღნიშნა, რომ კიევზე რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, ნგრევა და ხანძარი ქალაქის თითქმის ყველა რაიონში დაფიქსირდა.
  • მისი თქმით, სამაშველო სამსახურები დაახლოებით 50 ლოკაციაზე მუშაობენ. 

დიდი სურათი: 15 ივნისის ღამეს რუსებმა კიევზე მასირებული კომბინირებული იერიში მიიტანეს, გაჩნდა ხანძარი საცხოვრებელ სახლებსა და კიევ-პეჩერის ლავრაში.

  • უკრაინის დედაქალაქის ნაწილი - 140 ათასზე მეტი მომხმარებელი - ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე