დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

12:57 | 09 ნოემბერი, 2026 — რუსეთი

შოიგუ: საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს სახელმწიფო გადატრიალება პრაქტიკულად აღკვეთა

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას მიესალმება. მან ასევე ხაზი გაუსვა რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის, "3+3"-ის მუშაობის განახლების მნიშვნელობას.

ციტატა: "2024 წელს საქართველოს ხელისუფლებამ პრაქტიკულად აღკვეთა სახელმწიფო გადატრიალება, რომლის ინიციატორიც პროდასავლური ქართული ოპოზიცია იყო, და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის კურსის გატარება დაიწყო", - განაცხადა შოიგუმ დსთ-ის წევრი სახელმწიფოების უშიშროების საბჭოების მდივნების მე-14 ყოველწლიურ შეხვედრაზე.

  • "ჩვენ მივესალმებით საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აქტიურ განვითარებას. ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ რეგიონული პრობლემები პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით, გარე ქვეყნების ჩარევის გარეშე უნდა გადაიჭრას", - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.
  • "ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის, "3+3"-ის მუშაობის განახლება", - თქვა შოიგუმ.
  • მისი განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში ვითარება გაუმჯობესების ტენდენციით ხასიათდება.

ჩაშლილად: შოიგუს განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში ვითარების გაუმჯობესებას ხელს უწყობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზება და რეგიონში მშვიდობის ფაქტობრივი დამყარება.

  • მისი თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვას, რაზეც შეთანხმება ჯერ კიდევ სამმხრივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იქნა მიღწეული. ამასთან, შოიგუ მიიჩნევს, რომ ყველა ლოგისტიკური პროექტი ეკონომიკურად დასაბუთებული უნდა იყოს და გაწეული ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფდეს.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე