17:24 | 25 სექტემბერი, 2026 — აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობები
სის ვიზიტმა ამერიკასა და ჩინეთს შორის პანდა დიპლომატია დააბრუნა
ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა სი ძინფინგმა გამოაცხადა, რომ ჩინეთი ამერიკას 2 პანდას გადასცემს - ცხოველები ატლანტის ზოოპარკში დაიდებენ ბინას.
ვითარების არსი: ეს ფუმფულა ელჩები დიდი ხანია ჩინეთის "რბილი ძალის" ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ინსტრუმენტად იქცნენ და შესაძლოა, აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში დაძაბულობის განმუხტვის მცდელობაზე მიანიშნებდეს.
- გადაწყვეტილების შესახებ ჩინეთის ლიდერმა ვაშინგტონში, თავისი 3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში გამართულ ოფიციალურ ვახშამზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
- სენტ-ენდრიუსის საავიაციო ბაზაზე სი ძინფინგის დასახვედრად მისულმა დონალდ ტრამპმა ჩინელ კოლეგას "ნამდვილი მეგობარი" უწოდა.
ჩაშლილად: ჩინეთი პანდებს როგორც წესი ფიქსირებული დროით, კეთილი ნების ნიშნად ანათხოვრებს - ატლანტის ზოოპარკში ეს პირველი პანდები იქნებიან, მას შემდეგ, რაც 2024 წელს შეთანხმებას ვადა ამოეწურა და პანდები სამშობლოში დააბრუნეს.
- ხვადი, პინგ-პინგსა და ძუ, ფუ შუანგს ამერიკაში ჩენგდუს გიგანტური პანდების კვლევითი ცენტრიდან გაგზავნიან.
- დაძაბულობის მომენტში ჩინეთი პანდებს ზეწოლის იარაღადაც იყენებს.
- ვაშინგტონის ზოოპარკში მცხოვრები პანდები პეკინმა 2023 წელს შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ დაიბრუნა - გადაწყ ეტილებას წინ უძღოდა დაძაბულობა პეკინსა და ვაშინგტონს შორის.
- ველური გიგანტური პანდები ჩინეთის მკვიდრი ბინადარნი არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნებს, რომლებსაც მათზე დაკვირვება სურთ, როგორც წესი, მათი მიღება პეკინისგან უწევთ.
კონტექსტი: პირველი პანდები ამერიკის ზოოპარკებში 1972 წელს რიჩარდ ნიქსონის ისტორიული ვიზიტის შემდეგ გაჩნდნენ, რომელსაც ჩინეთსა და ამერიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება მოჰყვა.
- პეკინში გამართულ ვახშამზე პირველმა ლედემი, პეტ ნიქსონმა ჩინეთის ოფიციალურ პირებს გაუმხილა, რომ ამ ბეწვიან არსებებზე გიჟდებოდა, რაზეც ჩინეთის პრემიერმა ჭოუ ენლაიმ უპასუხა: "რამდენიმეს გაჩუქებთ."