მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

12:23 | 07 სექტემბერი, 2026 — რუსეთი

ტრამპი ორშაბათს პუტინთან და ზელენსკისთან ტელეფონით ისაუბრებს - Kyiv Independent

უკრაინული გამოცემა Kyiv Independent-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორშაბათს, 7 სექტემბერს, გეგმავს ტელეფონით ესაუბროს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.


ვითარების არსი: "მოსალოდნელია, რომ ტრამპი პუტინთან ისაუბრებს, ხოლო შემდეგ ზელენსკისთან, მას შემდეგ, რაც მისი წარმომადგენლები მიაწვდიან ინფორმაციას მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შესახებ, განაცხადა წყარომ, რომელიც იცნობს ამ საკითხს." - წერს გამოცემა.


  • ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ საუბარი 7 სექტემბერს შედგება.


სტრიქონებს შორის: აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოი კიევში მატარებლით 6 სექტემბერს ჩავიდნენ და უკრაინის პრეზიდენტს შეხვდნენ.


  • პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში კუშნერმა აღნიშნა ტრამპის მტკიცე სურვილი, დაასრულოს ომი.
  • მოლაპარაკებების 3 რაუნდის შემდეგ ახალი შეთანხმებების შესახებ მხარეებს არ გამოუცხადებიათ.
  • შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გამოსულმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სავარაუდოდ ომი ზამთრის თვეებშიც გაგრძელდება.
  • კიევში მყოფი სტივ უიტკოფი ამბობდა, რომ "მოსკოვში დიდ პროგრესს მიაღწიეს" და ვლადიმერ პუტინისგან "ახალი იდეები მოისმინეს," კიევში გამართულ შეხვედრებს ტრამპის წარმომადგენელმა "არსებითი და შთამაგონებელი" უწოდა.


დიდი სურათი: კიევში Financial Times-ის კორესპონდენტის, კრისტოფერ მილერის წყაროების ცნობით, კუშნერსა და უიტკოფს ახალი წინადადებები არ ჩამოუტანიათ: "ისინი უფრო მეტად ცდილობდნენ ძველი, უკვე ნაცნობი იდეების გაცოცხლებას და მოსკოვსა და კიევს შორის მანძილის შემცირებას."


  • იგივე წყაროს ცნობით, მხარეები თანხმდებიან, რომ ზამთრის დადგომამდე ომის დასრულების შანსი მინიმალურია - გამოცემა Axios-ის წყაროს ცნობით, ტრამპის წარმომადგენლებმა ზელენსკის უთხრეს, რომ მათი ვარაუდით სწორედ ზამთარში შეძლებენ მიაღწიონ გარღვევას.

ასევე ნახე