აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი შეერთებულ შტატებს არ ეხება და ვაშინგტონი "კარგ ფულს შოულობს" უკრაინისთვის შეიარაღების მიყიდვით.
- ამის შემდეგ მან აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტსა და პუტინს "ერთმანეთი სძულთ."
- "მისმინეთ, მათ საერთო ენა უნდა გამონახონ. ამ ორს ერთმანეთი სძულს, მაგრამ მათ საერთო ენა უნდა გამონახონ. ამიტომ მე ორივესთან კარგი ურთიერთობა მაქვს - ეს ორი სრულიად განსხვავებული ადამიანია," - თქვა ტრამპმა.
სტრიქონებს შორის: აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი "სირცხვილი" და "სამწუხაროა," თუმცა ის შეერთებულ შტატებზე გავლენას არ ახდენს. სამაგიეროდ, ტრამპის თქმით, ვაშინგტონი "სრულ ფასს" იღებს ამერიკული შეიარაღების მოკავშირეებისთვის მიყიდვით.
- "სინამდვილეში, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ სრულ ფასს ვიღებთ. ფასდაკლებებს არ ვაკეთებთ. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ჩვენ ამით კარგ ფულს ვშოულობთ," - აღნიშნა აშშ-ის ლიდერმა.
- ტრამპმა ასევე თქვა, რომ უკრაინელები ამერიკული იარაღის გამოყენებით "შესანიშნავად იბრძვიან."
- "ისინი იბრძვიან, რადგან ვიღაცამ უნდა გამოიყენოს ეს აღჭურვილობა. ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო შეიარაღება გვაქვს. ვიღაცამ ის უნდა გამოიყენოს," - განაცხადა მან.
დიდი სურათი: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხუთშაბათს შენჟენში, APEC-ის სამიტზე რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
- მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ იმედი გამოთქვა, რომ ტრამპის, პუტინისა და სის შეხვედრაზე ვაშინგტონი და პეკინი თავიანთ გავლენას ომის დასასრულებლად გამოიყენებენ.