13:21 | 12 ოქტომბერი, 2026 — რუსეთ-უკრაინის ომი
ტრამპის გუნდი უკრაინას იარაღის შესყიდვის მექანიზმის შეჩერებით ემუქრება
გასულ დღეებში ურთიერთობების დაძაბვის ფონზე, ვაშინგტონი კიევს იარაღის შესყიდვის იმ მექანიზმის შეჩერებით ემუქრება, რომელიც PURL-ის აკრონიმით არის ცნობილი.
ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს.
ვითარების არსი: საუბარია გასული წლის გაზაფხულზე შექმნილ ახალ ფორმატზე, რომლის ფარგლებშიც უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს ნატო-ს წევრი ქვეყნები ყიდულობენ - ამერიკას შესყიდვებში ფინანსური კონტრიბუცია არ შეაქვს.
წყაროების ცნობით, ამერიკელები იმუქრებიან, რომ შეაჩერებენ PURL-ის მუშაობას, თუ უკრაინა არ შეწყვეტს დარტყმებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე ენერგეტიკულ ობიექტებზე.
მსგავსი საუბრები ტრამპის გუნდის წარმომადგენლებს ევროპელ ლიდერებთანაც აქვთ.
ჩაშლილად: "ისინი რეკავენ კიევში, ისინი რეკავენ ევროპაში, ყველგან..." - ამბობს გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი წყარო.
ერთ-ერთი, ვინც ამერიკელებისგან მსგავსი გზავნილი მიიღო, გენერალი პავლო პალისაა - უკრაინის პრეზიდენტის სამხედრო მრჩეველი და ოფისის უფროსის მოადგილე.
იარაღის მიყიდვის გარდა, ამერიკელები სადაზვერვო მონაცემების გაზიარების შეწყვეტითაც იმუქრებიან.