დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

11:15 | 19 სექტემბერი, 2026 — აშშ

ტრამპმა ხელი მოაწერა ლინდსი გრემის სანქციების კანონს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შესახებ, რომლის თანაავტორიც სენატორი ლინდსი გრემი იყო.

ვითარების არსი: თეთრი სახლი განცხადებით, "კანონპროექტი HR 5334, ლინდსი გრემის კანონი 2026 წელს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ," იძლევა ნებართვას და აფართოებს კანონით დადგენილი სანქციებისა და ტარიფების მოქმედებას რუსეთის მიმართ, ასევე აგრძელებს ირანის წინააღმდეგ არსებული სანქციების მოქმედების ვადას.

  • ტრამპმა დოკუმენტს ხელი 18 სექტემბერს მოაწერა და კანონი უკვე შევიდა ძალაში.
  • დოკუმენტი ითვალისწინებს სანქციებს რუსი მაღალჩინოსნების, ბანკების, ოლიგარქებისა და "ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ, ასევე აშშ-ის პრეზიდენტს ანიჭებს უფლებას დააწესოს 100%-მდე ტარიფები იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსულ ნავთობსა და გაზს ყიდულობენ.
  • ირანის წინააღმდეგ სანქციები კიდევ ხუთი წლით ხანგრძლივდება.

სტრიქონებს შორის: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 17 სექტემბერს მიიღო კანონპროექტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ, რომლის თანაავტორიც იყო რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი.

  • აშშ-ის სენატმა 7 აგვისტოს 86 ხმით დაამტკიცა კანონპროექტი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შესახებ.
  • მოგვიანებით მედია წერდა, რომ კანონპროექტი სულ უფრო ძლიერ წინააღმდეგობას აწყდებოდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში და შესაძლოა დაბლოკილიყო სულ მცირე ნოემბრის არჩევნებამდე.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე