14:40 | 05 აგვისტო, 2026 — აშშ
ტრამპმა ზელენსკის Patriot-ის რაკეტების გადაცემაზე უარი უთხრა - Financial Times
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირას ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი თქვა უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის ასობით რაკეტის გადაცემაზე.
ვითარების არსი: Financial Times-ის ინფორმირებული წყაროების ცნობით, გასულ კვირას ოვალურ კაბინეტში ზელენსკისთან შეხვედრისას ტრამპმა უარი თქვა მის თხოვნაზე, ზამთრამდე Patriot-ის ასობით რაკეტის მიწოდების შესახებ.
- წყაროების თქმით, ტრამპმა ეს აშშ-ის მარაგებში რაკეტების დეფიციტით ახსნა და აღნიშნა, რომ ისინი ახლა ირანთან ომის ფარგლებში ახლო აღმოსავლეთში ამერიკული ობიექტებისა და რეგიონგში მოკავშირეების დასაცავად არის საჭირო.
სტრიქონებს შორის: ამასთან, თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა მედიაში Patriot-ისა და THAAD-ის სისტემების რაკეტების მარაგების შემცირების შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ, ამას ცრუ ინფორმაცია უწოდა და ჟურნალისტები "ფეიკების გავრცელებაში" დაადანაშაულა.
- CNN-ის ინფორმაციით, ირანის წინააღმდეგ კამპანიის განმავლობაში ამერიკელმა სამხედროებმა THAAD-ის სისტემების რაკეტების დაახლოებით 80% და Patriot-ების - დაახლოებით 65% დახარჯეს.
დიდი სურათი: 5 აგვისტოს ღამეს რუსულმა ჯარებმა უკრაინას 24 ბალისტიკური რაკეტით, ოთხი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტით და სხვადასხვა ტიპის 115 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. საჰაერო თავდაცვის ძალებმა 98 დრონი გაანადგურეს.
- ამავდროულად, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ვერც ერთი ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება ვერ შეძლო.
- უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევსა და კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური შეტევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 44 კი - დაშავდა. მან პარტნიორებს მოუწოდა, დააჩქარონ უკრაინისთვის ანტიბალისტიკური რაკეტების მიწოდება.
კონტექსტი: უკრაინის ხელისუფლება უკვე თვეებია საუბრობს, რომ Patriot-ის საჰერო თავდაცვის სისტემის რაკეტების დეფიციტზე.
- 29 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი ანტიბალისტიკური რაკეტები სთხოვა, რათა ქვეყანამ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე რუსული იერიშების მოგერიება შეძლოს.
- ნატოს სამიტზე დონალდ ტრამპი უკრაინას დაპირდა, რომ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიას გადასცემდა, თუმცა 31 ივლისს განაცხადა, რომ "დარწმუნებული არ არის," მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას.