დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

17:24 | 07 ოქტომბერი, 2026 — უკრაინა

უკრაინამ ევროკავშირისგან 1.24 მილიარდი ევრო მიიღო

უკრაინამ ევროკავშირისგან 1.2 მილიარდი ევრო მიიღო, რომელიც ქვეყნის თავდაცვითი მრეწველობის გაძლიერებას, კერძოდ კი უკრაინული წარმოების დრონების, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო საშუალებებისა და რაკეტების დაფინანსებას მოხმარდება.

ვითარების არსი: უკრაინის პრემიერ-მინისტრ სერგი კორეცკი სოციალურ ქსელ X-ში წერს: "უკრაინამ ევროკავშირისგან Ukraine Support Loan-ის ფარგლებში კიდევ 1.2 მილიარდი ევრო მიიღო. სახსრები პრიორიტეტული თავდაცვითი საჭიროებებისკენ მიიმართება."

  • ევროკომისიაში დააზუსტეს, რომ დაფინანსება მოიცავს დრონებს, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო საშუალებებს, დრონების საბრძოლო მასალასა და რაკეტებს, რომლებიც უკრაინული საწარმოების მიერ დამზადდება.
  • "რუსეთი განაგრძობს ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას და ცდილობს უკრაინელების ყოველდღიური ცხოვრება გაუსაძლისი გახადოს. დღეს გამოყოფილი სახსრები ხელს შეუწყობს უკრაინის თავდაცვითი მრეწველობის გაძლიერებას, ასევე უკრაინის შესაძლებლობას დაიცვას საკუთარი თავი, თავისი მოქალაქეები და ინფრასტრუქტურა," - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

სტრიქონებს შორის: თანხა ჩაირიცხა Ukraine Support Loan-ის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირისგან 90 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს.

  • ბოლო ტრანშის გათვალისწინებით, უკრაინამ ამ პროგრამით თავდაცვის საჭიროებებისთვის უკვე თითქმის 13 მილიარდი ევრო მიიღო.
  • 18 სექტემბერს ევროკავშირმა უკრაინას Ukraine Support Loan-ის პროგრამის ფარგლებში 3.3 მილიარდი ევრო გადაურიცხა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე