11:53 | 23 ნოემბერი, 2026 — რუსეთ-უკრაინის ომი
უკრაინამ ლიბიაში დრონების გადამზიდი რუსული კორვეტი ჩაძირა
უკრაინის ხელისუფლებამ ლიბიაში რუსული კორვეტის განადგურებაზე პასუხისმგებლობა აიღო. მას შეიარაღება და უპილოტო საფრენი აპარატები გადაჰქონდა
ვითარების არსი: უკრაინსი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების თანახმად, ლიბიის ქალაქ ბენღაზის პორტში რუსული კორვეტი "მერკური" უკრაინულმა დრონებმა ააფეთქეს.
- "ეს ჩვენი უკრაინული ოპერაციის მაგალითია რუსეთის ომის საპასუხოდ. მადლობას ვუხდი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მეომრებსა და უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა იმ წარმომადგენელს, რომლებიც ამ ამოცანების შესრულებაში იყვნენ ჩართულნი. გუშინ და დღეს ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ დეტალურ ანგარიშებს ვიღებდი - დასახული მიზნები მიღწეულია". - თქვა ზელენსკიმ.
- ეს იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთობლივი ოპერაცია, — განაცხადეს უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
- უკრაინაში აცხადებენ, რომ დაზიანდა არა მხოლოდ კორვეტი, არამედ მშრალტვირთმზიდი ANGARA-ც, რომელიც რუსული სამხედრო ტექნიკის გადასაზიდად გამოიყენებოდა.
- „მოწინააღმდეგის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩაიძირა რუსული კორვეტი "მერკური" - ეს მათი ერთ-ერთი უახლესი ხომალდია, რომელიც შეიარაღებაში უკვე სრულმასშტაბიანი ომის დროს, 2023 წელს მიიღეს. კორვეტთან ერთად განადგურდა საბრძოლო ვერტმფრენი KA-27-ც. ჩვენი მეორე სამიზნე გახდა რუსული მშრალტვირთმზიდი ANGARA, რომელსაც მოწინააღმდეგე იარაღის გადასაზიდად იყენებდა. შედეგი - სამიზნე დაზიანებულია". - ნათქვამია ზელენსკის პოსტში.
ჩაშლილად: გამოცემა Al-Jazeera ადგილობრივ მაცხოვრებლებზე დაყრდნობით წერს, რომ ხომალდს 3 უპილოტო საფრენი აპარატი უტევდა.
- საინფორმაციო სააგენტომ ასევე გამოაქვეყნა კომპანია Vantor-ის თანამგზავრული სურათები. მათ აჩვენეს, რომ ხომალდის დიდი ნაწილი გადაბრუნდა და ჩაიძირა, წყლის ზემოთ კი მხოლოდ მისი ცხვირი ჩანს.
- სურათებზე ასევე ჩანს კვამლის სვეტი, რომელიც გემის დანაშენის ნაწილიდან ამოდის, და ნამსხვრევები, რომლებიც ნავმისადგომის გასწვრივაა მიმოფანტული.