ახალი ამბები

11:19 | 24 ივლისი, 2026 — რუსეთ-უკრაინის ომი

უკრაინამ Wildberries-ის და "რუსული ფოსტის" საწყობებზე იერიში მიიტანა - [VIDEO]

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა Wildberries-ის და "რუსეთის ფოსტის" საწყობებზე იერიში მიიტანა.

ინფორმაციას როგორც რუსული, ისე უკრაინული ტელეგრამ-არხები .

ვითარების არსი: უკრაინამ დრონებით დარტყმები მიიტანეს სანქტ-პეტერბურგში, ლენინგრადის ოლქსა და სიმფეროპოლში მდებარე Wildberries-ის საწყობებს.

  • ლენინგრადის ოლქში შეტევის შემდეგ Wildberries-ის საწყობს სოფელ ნოვოსარატოვკაში ცეცხლი გაუჩნდა, განაცხადა გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ. მისი თქმით, დაშავდა სამი ადამიანი. შემთხვევის ადგილიდან გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებზე ძლიერი ხანძარი ჩანს.
  • სანქტ-პეტერბურგში იერიში მიიტანეს შუშარიში მდებარე Wildberries-ის საწყობზე. შედეგად საწყობში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომლის ჩაქრობას მათ შორის ვერტმფრენების საშუალებითაც ცდილობენ.
  • ასევე Wildberries-ის მფლობელმა, ტატიანა კიმმა განაცხადა, რომ ცეცხლი გაუჩნდა სიმფეროპოლში მდებარე საწყობსაც.
  • ერთი კვირის განმავლობაში მარკეტპლეისის სულ მცირე ცხრა საწყობი დაზიანდა. 

ჩაშლილად: 24 ივლისს უკრაინამ Wildberries-ის საწყობების გარდა იერიში მიიტანა ვორონეჟში მდებარე "რუსული ფოსტის" ახალ ფილიალზე.

  • "რუსული ფოსტის" ეს გამანაწილებელი ცენტრი მხოლოდ 2025 წელს გაიხსნა. 2021 წელს გამოცემა "კომერსანტი" იტყობინებოდა, რომ საწყობის დატვირთვა შესაძლოა AliExpress-ის შეკვეთებით უზრუნველყოფილიყო.
  • ამავე მისამართზე მდებარეობს ქსელ „მაგნიტის“ მსხვილი გამანაწილებელი ცენტრიც.
  • ამასთან, ცენტრის მოპირდაპირედ განთავსებულ Wildberries-ის საწყობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
  • გარდა ამისა, როგორც რუსული მედია Astra წერს, კიროვში, თავდასხმის შემდეგ, ცეცხლი გაუჩნდა ქარხანა "ავიტეკსაც", რომელიც მათ შორის საზენიტო რაკეტებს აწარმოებს.

წინარე ისტორია: 18 ივლისიდან დღემდე ეს არის უკრაინის რიგით მესამე მსხვილი იერიში რუსული სავაჭრო კომპანიების საწყობებზე.

  • 18 ივლისს ტამბოვის ოლქში მდებარე კომპანიის ლოგისტიკურ ცენტრებზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, ხოლო 80-მდე დაშავდა. საწყობებში ხანძარი გაჩნდა.
  • 22 ივლისის დილას უკრაინამ კრასნოდარისა და სტავროპოლის ოლქებში მდებარე Wildberries-ის მსხვილ საწყობებზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.

  • უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Wildberries-ზე თავდასხმები იმით ახსნა, რომ საწყობებში უპილოტო საფრენი აპარატებისა და ნავიგაციური აღჭურვილობის წარმოებისთვის საჭირო კომპონენტები ინახებოდა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე