ახალი ამბები

02:58 | 10 სექტემბერი, 2026 — ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის განცხადებით დრონი ზელენსკის თვითმფრინავს კინაღამ შეეჯახა

თვითმფრინავის ძრავზე მომუშავე რუსეთის რეაქტიული დრონი მოლდოვის საჰაერო სივრცეში უკრაინელი პრეზიდენტის თვითმფრინავს საშიშ დისტანციაზე მიუახლოვდა. 

ვითარების არსი: ინცინდენტის შესახებ პირველად ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა - "ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავს კინაღამ დრონი შეეჯახა, როდესაც ის კიშიონოვის აეროპორტიდან ასაფრენად ემზადებოდა"- თქვა იონას გარ სტიორემ. 

  • მოგვიანებით ნორვეგიელი ლიდერის განცხადება დაადასტურა უკრაინელმა წყარომ, რომელიც ინცინდეტის მომენტში საპრეზიდენტო ბორტზე იმყოფებოდა - მისი თქმით, საუბარია "შაჰედის" ტიპის რეაქტიულ დრონზე, რომელიც საავიაციო ძრავზე მუშაობს. 

ჩაშლილად: ინცინდეტი მაშინ მოხდა, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიაში, მეფის დაკრძალვის ცერემონიაზე მიემგზავრებოდა. 

  • მოლდოვის მთავრობაში ადასტურებენ, რომ დაახლოებით იმ საათებში, როდესაც უკრაინელი პრეზიდენტის თვითმფრინავი კიშიონოვის აეროპორტში იმყოფებოდა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეიჭრა რუსული დრონი, რომელიც უკრაინის მხრიდან მიფრინავდა. 

  • ინცინდენტს მოლდოვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვა და ქვეყნის მთავარ აეროპორტში უსაფრთხოების ზომების გამკაცრება მოჰვა. 



ასევე ნახე