დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

15:08 | 24 ნოემბერი, 2026 — რუსეთ-უკრაინის ომი

WSJ: ლიბიაში რუსულ სამხედრო ხომალდზე შეტევას უკრაინა რამდენიმე თვე ამზადებდა

ლიბიაში  მყოფ რუსულ სამხედრო ხომალდზე შეტევას უკრაინის სპეციალური ძალები რამდენიმე თვის განმავლობაში ამზადებდნენ - მათ შორის ლიბიის ტერიტორიიდანაც. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Wall Street Journal ავრცელებს. 

  • წყაროების ცნობით, დასავლეთ ლიბიაში ბაზირებული უკრაინელი სპეციალისტები თვეების განმავლობაში აგროვებდნენ სადაზვერვო ინფორმაციას რუსული სამხედრო ხომალდის შესახებ. 

ჩაშლილად: შეტევა ხმელთაშუა ზღვაში მდგომი უკრაინული გემიდან იმართებოდა - სწორედ აქედან გაუშვეს 7 საზღვაო დრონი რუსული კორვეტის მიმართულებით. 

  • შეტევის შედეგად ჩაიძირა არამხოლოდ რუსული კორვეტი, არამედ მისი მომარაგების სატვირთო გემი და ხანძარი გაჩნდა კიდევ ერთ გემზე. 

  • უკრაინელი პრეზიდენტის ცნობით, ოპერაციის შედეგად განადგურებულია Ka-27 ტიპის ვერტმფრენი. 

დიდი სურათი: "დღეს რუსეთი გრძნობს ჩვენს პასუხს დასავლეთ ციმბირიდან - სადაც მათი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები იწვის - ლიბიის სანაპირომდე - სადაც მათი ხომალდები იძირება"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას. 

  • Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ეს ჩრდილოეთ აფრიკაში უკრაინის პირველი ფარული ოპერაცია არ არის და გასულ წელს როგორც მინიმუმ 3 მსგავსი შემთხვევა იყო.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე