დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

05:34 | 23 ოქტომბერი, 2026 — დონალდ ტრამპი

WSJ: Starlink-ის მუშაობის სიჩქარეზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა მასკს ტრამპმა თხოვა

უკრაინული არმიისთვის Starlink--ის მუშაობის სიჩქარეზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ელონ მასკს დონალდ ტრამპმა თხოვა.

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Wall Street Journal ავრცელებს - მოგვიანებით ამერიკელმა პრეზიდენტმა დაადასტურა შეზღუდვების გაუქმება, თუმცა უარი თქვა დაეკონკრეტებინა დაუკავშირდა თუ არა ბიზნესმენს მსგავსი თხოვნით. 

  • წყაროების ცნობით, ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს ამერიკელმა პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოხატა, რომ შეზღუდვების გამო უკრაინული დრონების 100 მილი/საათში სიჩქარემდე შემცირდა. 

ჩაშლილად: უკრაინულ არმიის წარმომადგენლების ცნობით, Starlkink-ის სამხედრო ვერსიის სიჩქარე გასულ 24 საათში ფრონტის უმეტეს მონაკვეთებზე ძველ მაჩვენებლებს დაუბრუნდა, მაგრამ ჯერ კიდევ არის მონაკვეთები, სადაც სიჩქარე კვლავ შეზღუდულია. 

  • "ამ საკითხზე არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ, მთავარია, რომ მასკმა შეზღუდვები გააუქმა"- განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე. 

დიდი სურათი: გასულ დღეებში Wall Street Journal წერდა, რომ Starlink-ის სიჩქარის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება ელონ მასკმა მიიღო, ხოლო ტრამპის ადმინისტრაციაში ამ საკითხზე გაურკვევლობა იყო. 

  • ტექნოლოგიის შეზღუდვა უკრაინასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის დაძაბულობის მორიგ რაუნდს დაემთხვა, რაც თეთრი სახლის მიერ რუსეთთან გაფორმებულ დიზელის შესყიდვის შეთანხმებით და სანქციების გაუქმებით იყო გამოწვეული.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე