დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

17:00 | 08 ოქტომბერი, 2026 — უკრაინა

ზელენსკი - 22.9%, ზალუჟნი 20.2% - საპრეზიდენტო არჩევნების კვლევა

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ჩატარების შემთხვევაში, ყველაზე მეტ ხმას ვოლოდიმირ ზელენსკი და ვალერი ზალუჟნი მიიღებდნენ.

ვითარების არსი: სოციოლოგიური ჯგუფი "რეიტინგის" კვლევის შედეგებით, ვოლოდიმირ ზელენსკის ხმას გამოკითხულთა 22.9% მისცემდა, ვალერი ზალუჟნის კი - 20.2%.

  • გამოკითხვის შედეგების თანახმად, მათ მოსდევენ პეტრო პოროშენკო - 7.6%, მიხაილო ფედოროვი - 7.6% და კირილო ბუდანოვი - 6.7%.
  • ასევე რესპონდენტებმა დაასახელეს ანდრი ბილეცკი - 5.4%, დმიტრო რაზუმკოვი - 5.1%, სერჰი პრიტულა - 2.4%, იულია ტიმოშენკო - 1.9% და იური ბოიკო - 1.4%.
  • ამასთან, გამოკითხულთა 4.5% ხმას სხვა კანდიდატს მისცემდა, 5.2% არ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას, ხოლო 9.2%-მა კი განაცხადა, რომ პასუხის გაცემა უჭირს.

სტრიქონებს შორის: გამოკითხვა ჩატარდა კომპიუტერული ტელეფონიის გამოყენებით (CATI) 18 წელზე უფროსი ასაკის 1000 უკრაინელს შორის.

  • რესპონდენტები შეირჩნენ მობილური ნომრების შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ყველა ოლქში, გარდა დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იმ ადგილებისა, სადაც გამოკითხვის მომენტში უკრაინული მობილური კავშირი არ იყო.
  • შედეგები შეწონილია სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მონაცემების გათვალისწინებით.
  • შერჩევა რეპრეზენტატულია ასაკის, სქესისა და დასახლებული პუნქტის ტიპის მიხედვით. ცდომილება არ აღემატება 3.1%-ს.

დიდი სურათი: ამავდროულად, კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (KMIS) ახლახან ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ უკრაინელების ნახევარზე მეტის აზრით, ზელენსკიმ მომდევნო არჩევნებში მეორე ვადით კენჭი არ უნდა იყაროს.

  • კვლევა იმ ფონზე გამოქვეყნდა, როდესაც პრეზიდენტი მზარდი ყურადღების ცენტრშია კორუფციული სკანდალების გამო, რომლებშიც მისი უახლოესი გარემოცვის წევრები ფიგურირებენ, ასევე მოულოდნელი საკადრო გადაწყვეტილებების გამო, მათ შორის პოპულარული თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის თანამდებობიდან გათავისუფლების გამო.

ასევე ნახე