დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

15:11 | 02 ოქტომბერი, 2026

ზელენსკის თქმით, პუტინმა სარაკეტო დარტყმებზე ყველა შეზღუდვა მოხსნა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კრემლი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ინტენსიური საჰაერო დარტყმების კამპანიას გეგმავს და ვლადიმირ პუტინმა მანამდე არსებული ყველა შეზღუდვა მოხსნა.

ვითარების არსი: ამის შესახებ უკრაინელმა პრეზიდენტმა Financial Times-თან საუბარში განაცხადა - ინტერვიუ იმ სკოლის ბომბსაფარში შედგა, რომელიც ცოტა ხნით ადრე რუსეთის საჰაერო დარტყმის ობიექტი იყო.

  • ზელენსკის თქმით, ბრძანება პუტინმა სექტემბრის მიწურულს გასცა.
  • "წესები აღარ არსებობს", - თქვა უკრაინელმა ლიდერმა და დასძინა, რომ კრემლი უკრაინის უმსხვილესი ქალაქების (კიევი, ოდესა, ხარკივი) წინააღმდეგ ინტენსიური საჰაერო დარტყმების კამპანიას ამზადებს.

ჩაშლილად: უკრაინის საიდუმლო სამსახურებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, FT ასევე წერს, რომ რუსეთი უკრაინის ატომური ელექტროსადგურების მწყობრიდან გამოყვანას გეგმავს.

  • ცოტა ხნით ადრე მსგავსი შინაარსის ცნობები New York Times-მაც გაავრცელა.
  • წყაროების ცნობით, რუსეთის სტრატეგიის ნაწილია ევროკავშირში უკრაინელ მიგრანტთა ნაკადის მკვეთრად გაზრდა.

კონტექსტი: "ეს არის კრემლის პასუხი უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში განხორციელებულ მტკივნეულ დარტყმებზე ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების, პორტებისა და საწყობების წინააღმდეგ. ამავდროულად, კიევი და სხვა უკრაინული ქალაქები ემზადებიან მძიმე ზამთრისთვის, საზენიტო რაკეტების დეფიციტის პირობებში", - ნათქვამია NYT-ის მასალაში.


ასევე ნახე