დაეხმარე რეალპოლიტიკას

ვიდეო

16:00 | 20 სექტემბერი, 2026

ახალი მსოფლიო უწესრიგობა: რა ელის საერთაშორისო წესრიგს? - რუკა და ტერიტორია (S3) EP1

"რუკა და ტერიტორიას" ახალ ეპიზოდში წამყვანები, აკა ზარქუა და გიორგი ლოლაძე, მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე ყველაზე ცხელ და მნიშვნელოვან მოვლენებს მიმოიხილავენ. საუბრის მთავარი თემა დონალდ ტრამპის წარმომადგენლების კიევში ვიზიტი და აშშ-ის შუამავლობით რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების წარუმატებელი მცდელობებია.

წამყვანები ასევე განიხილავენ უკრაინის ფრონტზე არსებულ ვითარებას და აანალიზებენ, თუ რამდენად შეესაბამება ტრამპის კონკრეტული ნაბიჯები მისსავე დეკლარირებულ მიზანს - სწრაფად დაასრულოს საომარი მოქმედებები.

გადაცემის მეორე ნაწილი ახლო აღმოსავლეთში შექმნილ დაძაბულობასა და გეოპოლიტიკურ კრიზისებს ეთმობა. ეპიზოდში დეტალურადაა განხილული ჰუსიტების მიერ ბაბ-ელ-მანდების სრუტეზე კონტროლის დამყარება და ამ პროცესის გავლენა გლობალურ უსაფრთხოებაზე. ამასთანავე, წამყვანები აფასებენ ირანის რეჟიმის შიდა კრიზისს, აშშ-ისა და ირანის მზარდ დაპირისპირებას და მოკლედ ეხებიან ჩინეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს შეერთებულ შტატებში, რაც გლობალური ძალთა ბალანსის კონტექსტში მნიშვნელოვან სიგნალებს იძლევა.

დისკუსიის დასკვნით ნაწილში ყურადღება ევროპულ და ამერიკულ შიდა პოლიტიკაზე მახვილდება. აკა ზარქუა და გიორგი ლოლაძე გერმანიაში ულტრამემარჯვენე პარტია AfD-ს აღმასვლასა და საქსონია-ანჰალტის არჩევნებში მათ გამარჯვებას განიხილავენ. 

users icon დაკავშირებული პიროვნებები

ასევე ნახე