13:51 | 25 ოქტომბერი, 2026 — ისრაელი
გადამწყვეტი არჩევნები ისრაელში: ნეთანიაჰუს ეპოქის დასასრული? - რუკა და ტერიტორია (S3) EP6
27 ოქტომბერს ისრაელში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. პოდკასტის წამყვანებმა, აკა ზარქუამ და გიორგი ლოლაძემ, ისრაელის საარჩევნო სისტემაზე, ქვეყნის დემოგრაფიულ მრავალფეროვნებასა და პოლიტიკურ ლანდშაფტზე ისაუბრეს.
ეპიზოდში განხილულია ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მისი პარტიის, „ლიკუდის“, პოლიტიკური ისტორია, ნეთანიაჰუს არაპოპულარობის მიზეზები და მისი მმართველობის მემკვიდრეობა. საუბარი ასევე ეხება ისრაელში მცხოვრები არაბების პოლიტიკურ როლს, პალესტინელებთან მშვიდობის პერსპექტივებსა და ულტრა-ორთოდოქსი ებრაელების სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხს.
ვინ უპირისპირდება ნეთანიაჰუს არჩევნებში და რა საკითხებმა შეიძლება განსაზღვროს ისრაელის პოლიტიკური მომავალი? პოდკასტში განხილულია ნეთანიაჰუს ერთ-ერთი მთავარი ოპონენტის, გადი აიზენკოტის, პოლიტიკური პერსპექტივები და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ისრაელის საზოგადოება დგას.