დაეხმარე რეალპოლიტიკას

ვიდეო

12:01 | 28 სექტემბერი, 2026 — გერმანია

გერმანიის ულტრამემარჯვენე შემობრუნება: AfD-ს ისტორია და აღმასვლა - რუკა და ტერიტორია (S3) EP2

პოდკასტის ამ ეპიზოდში "რუკა და ტერიტორიას" წამყვანები, აკა ზარქუა და გიორგი ლოლაძე, საერთაშორისო პოლიტიკის სპეციალისტ ტატო კოკაისთან ერთად გერმანიის პოლიტიკურ ლანდშაფტში მიმდინარე მნიშვნელოვან ცვლილებებსა და ტენდენციებს მიმოიხილავენ.

საუბრის მთავარი თემაა აღმოსავლეთ გერმანიის რეგიონულ არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტია AfD-ს წარმატება, ფრიდრიხ მერცის პოზიციები და მისი დაბალი მხარდაჭერის მიზეზები. დისკუსია მიმდინარეობს AfD-ს დაფუძნების ისტორიაზე, მისი პოპულარობის ზრდასა და შემდგომ რადიკალიზაციაზე. ასევე განიხილება პარტიის პრო-რუსულ პოზიციები და ის ისტორიულ ტრავმები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დღემდე ახდენს გავლენას თანამედროვე გერმანულ პოლიტიკაზე.

ეპიზოდის მეორე ნაწილი ეთმობა გერმანული მემარცხენე პოლიტიკური სპექტრის ანალიზს, კერძოდ კი პარტია Die Linke-ს შექმნის ისტორიასა და ევოლუციას. ბერლინში მემარცხენეების მიერ მიღწეული გამარჯვება, მისი გამომწვევი ფაქტორები და დედაქალაქში Die Linke-ს მონაწილეობის გარეშე კოალიციის ფორმირების რეალური შანსები. 

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე