დაეხმარე რეალპოლიტიკას

ვიდეო

12:45 | 22 ნოემბერი, 2026 — რუსეთი

ისტორიული სამიტი ჩინეთში: როგორ იცვლება ძალთა ბალანსი მსოფლიოში - რუკა და ტერიტორია (S3) EP10

18-19 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შენჟენში APEC-ის სამიტზე მსოფლიოს სამი უდიდესი სახელმწიფოს ლიდერები - სი ძინფინგი, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი - შეხვდნენ. რა ინტერესები და მიზნები აქვთ ჩინეთს, აშშ-სა და რუსეთს და შეიძლება თუ არა ამ შეხვედრამ ახალი გეოპოლიტიკური რეალობა შექმნას? რამდენად საფუძვლიანია საუბარი "იალტა 2.0-ზე" და რა საკითხები განსაზღვრავს სამი ქვეყნის ურთიერთობებს?

პოდკასტში განვიხილავთ აშშ-სა და ჩინეთის სავაჭრო ომს, ბირთვული არსენალის შემცირების პერსპექტივებს და რუსეთის ეკონომიკურ დამოკიდებულებას ჩინეთზე. ასევე ვსაუბრობთ ტაივანის საკითხზე და იმაზე, თუ რა როლის შესრულება შეუძლია პეკინს რუსეთ-უკრაინის ომისა და აშშ-ირანის კონფლიქტის დასრულებაში. რამდენად ადაპტირებულია ევროპა ახალ გეოპოლიტიკურ რეალობასთან და როგორ შეიძლება სამიტმა გავლენა მოახდინოს იაპონიისა და აშშ-ის პარტნიორობაზე?

ცალკე განვიხილავთ, რამდენად რეალურია დიდი სახელმწიფოების ინტერესთა შეთანხმება და ხომ არ ვხედავთ საერთაშორისო ურთიერთობებში გავლენის სფეროების ახალი გადანაწილების მცდელობას. ბოლოს კი ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ გააშუქეს საქართველოში პროპაგანდისტულმა მედიებმა სამიტი.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე