12:18 | 21 მაისი, 2026
კუბა ლიბრე: ფიდელის სიყრმის წლები (EP 2)
მეორე ეპიზოდში ფიდელ კასტროს ბავშვობის წლები და მისი ოჯახის ისტორია გავიხსენეთ, თუმცა საუბარი მხოლოდ ბიოგრაფიულ ჩარჩოში არ დარჩენილა. პოლიტიკურ კონტექსტში, კუბისთვის XX საუკუნის პირველი ათწლეულები დრამატულ ქრონიკადაც იქცა - დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე, ქვეყანა პოლიტიკური ძალადობის, სოციალური უთანასწორობისა და გაცრუებული იმედების მორევში გადაეშვა.
ხაზგასასმელია ისიც, რომ რესპუბლიკის ფორმირება აშშ-ს ინტერესების მზარდ გავლენასა და I მსოფლიო ომს დაემთხვა, რაც კუბისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა.