11:53 | 06 ნოემბერი, 2026 — აშშ
"ლურჯი ცუნამი" ამერიკაში, რომელმაც MAGA დაანგრია - რუკა და ტერიტორია (S3) EP8
აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგები, დემოკრატების გამარჯვების მიზეზები და ამერიკული პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილება - ამ საკითხებზე პოდკასტის წამყვანებმა, აკა ზარქუამ და გიორგი ლოლაძემ ისაუბრეს.
პოდკასტში ყურადღება გამახვილდა იმ შტატებზე, სადაც დემოკრატებმა წარმატებას მიაღწიეს, ამომრჩეველთა დემოგრაფიულ ჯგუფებზე, რომელთა მხარდაჭერაც შეიცვალა, და იმ ფაქტორებზე, რომლებმაც არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინა.
ახალ ეპიზოდში ასევე განიხილეს რესპუბლიკური პარტიის იდენტობის კრიზისი, MAGA მოძრაობის მომავალი და ორივე პარტიის შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატები 2028 წლის არჩევნებისთვის. დისკუსია მიმდინარეობდა დონალდ ტრამპის მმართველობის მთავარ წარმატებებსა და წარუმატებლობებს, ასევე ამერიკული დემოკრატიის მდგომარეობასა და იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დღეს შეერთებული შტატები დგას.