ამერიკულმა BlackRock-მა ჩინური კომპანიისგან 2 პანამური პორტი შეიძინა

უმსხვილესმა ამერიკულმა საინვესტიციო ფონდმა BlackRock-მა პანამის არხის მომსახურებაში ჩართული 2 პორტი შეიძინა.

ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია საუბარი, რომლის მიხედვითაც გარიგების ღირებულებამ თითქმის 23 მილიარდი დოლარი შეადგინა. 

აღნიშნულ პორტებს მანამდე ჰონგ-კონგში დაფუძნებული კომპანია Hutchinson ფლობდა. 

ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება პანამის არხის ირგვლივ ჩინეთის გაზრდილი ეკონომიკური გავლენების შესახებ - ამერიკელმა პრეზიდენტი პანამის არხზე კონტროლის დამყარებასაც არ გამორიცხავს, მათ შორის ძალის გამოყენებითაც. 

აღნიშნულმა გარიგებამ შესაძლოა შეამსუბუქოს მოქმედი ადმინისტრაციის წუხილები პანამის არხთან დაკავშირებით. 

ჩინური კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გარიგება "არანაირად" არ არის დაკავშირებული ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან, თუმცა აღნიშნულია, რომ პროცესი დაჩქარებულად წარიმართა. 

წყაროების ცნობით, BlackRock-მა უკვე აცნობა გარიგების შესახებ თეთრი სახლის აპარატს და კონგრესს. 

შეთანხმება 2 ნაწილისგან შედგება: პირველი გულისხმობს Hutchinson-ის მიერ ბალბოასა და კრისტობალის პორტებში 90%-იანი წილის გასხვისებას, მეორე კი იმავე კომპანიის მიერ მსოფლიოს 23 ქვეყანაში მოქმედი 43 პორტის წილების გაყიდვას. 

შეთანხმება არ შეეხება ჩინეთის ტერიტორიაზე მოქმედ პორტებს. ჯერჯერობით უცნობია შეთანხმების სრულად დახურვის თარიღი, თუმჩა ჩარჩო შეთანხმებას ხელი 2 აპრილს მოეწერება. 

 

მსგავსი სიახლეები