აშშ-ის დაზვერვა სწავლობს რა რეაქცა ექნება ირანს ტრამპის მიერ გამარჯვების გამოცხადებაზე

ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო უწყებები ცდილობენ გაიგონ, თუ როგორი იქნება ირანის რეაქცია დონალდ ტრამპის მიერ ომში გამარჯვების გამოცხადებაზე. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

  • წყაროების ცნობით, ამგვარი დავალება სადაზვერვო უწყებების ხელმძღვანელებმა ადმინისტრაციის იმ მაღალჩინოსნებისგან მიიღეს, რომლებიც შიშობენ, რომ ომის გაჭიანურება უარყოფითად აისახება რესპუბლიკური პარტიის შედეგებზე მოახლოებულ შუალედურ არჩევნებში. 

ჩაშლილად: მათი ცნობით, ომის დასრულების შესახებ პრეზიდენტ ტრამპს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და საომარი მოქმედებები შესაძლოა კვლავ განახლდეს, თუმცა ახლო აღმოსავლეთში ვითარების განმუხტვა პრეზიდენტზე პოლიტიკურ წნეხს საგრძნობლად შეამცირებდა. 

  • სადაზვერვო უწყებების შეფასებით, თუ გამარჯვების გამოცხადების შემდეგ დონალდ ტრამპი რეგიონიდან სამხედრო ნაწილებს გაიყვანს ირანი თავს კონფლიქტში გამარჯვებულად ჩათვლის. 
  • იმ შემთხვევაში, თუ რეგიონში ამერიკის სამხედრო კონცენტრაცია შენარჩუნდება ამერიკული დაზვერვის შეფასებით თეირანში ეს აღქმული იქნება როგორც ვაშინგტონის მოლაპარაკებების ტაქტიკა. 

კონტექსტი: ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ ომი მალე დასრულდებოდა. ამასთანავე, ის უმეტესად არ ასახელებდა ვადებს, ან თუ ასახელებდა მალევე ცვლიდა. 

მსგავსი სიახლეები