აზერბაიჯანმა ირანში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა

10 მარტს აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ირანში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანების კოლონა გაგზავნა.

ჩაშლილად: საინფორმაციო სააგენტო "აზერტაგის" ცნობით, ტვირთი 300 ტონა პირველადი საჭიროების პროდუქტსა და ნივთს მოიცავს, მათ შორის 10 ტონა ფქვილს, 6 ტონა ბრინჯს, 2.4 ტონა შაქარს, 4 ტონა სასმელ წყალს, 600 კილოგრამამდე ჩაის და თითქმის 2 ტონა მედიკამენტსა და სამედიცინო ტექნიკას.

  • კოლონა ირანის საზღვრამდე აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის მაღალჩინოსნებმა გააცილეს.
  • ბაქოს ჰუმანიტარულ ინიციატივას წინ უძღოდა ქვეყნების პრეზიდენტების ილჰამ ალიევისა და მასუდ ფეზეშქიანის სატელეფონო საუბარი.
  • ჰუმანიტარული ტვირთვის გაგზავნამ ბაქოსა და თეირანს შორის მზარდი დაძაბულობის შემცირებას შეუწყო ხელი.

წინარე ისტორია: 5 მარტს ირანის ტერიტორიიდან უპილოტო საფრენი აპარატებით ნახიჩევანის აეროპორტი და საშუალო სკოლა დაიბომბა. 

  • აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ოთხი კამიკაძე-დრონის ჩამოგდება შეძლეს.
  • იერიშის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
  • იმავე დღეს, უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ალიევმა იერიშს "საზიზღარი ტერორისტული აქტი" უწოდა და თეირანისგან ოფიციალური ახსნა-განმარტება მოითხოვა.
  • იმავე დღეს, მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანმა დროებით შეაჩერა ირანის მხრიდან სატრანზიტო ტვირთების შემოსვლა.
  • 8 მარტს, ალიევთან სატელეფონო საუბარში აბას ფეზეშქიანმა თქვა, რომ იერიში ირანს არ მიუტანია და პირობა დადო, რომ შემთხვევას დეტალურად გამოიძიებდა.
  • იერიშის გამოძიების დაწყების შესახებ ასევე ილაპარაკა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.
  • 9 მარტს ირანსა და აზერბაიჯანს შორის სატრანზიტო მოძრაობა აღდგა.

მსგავსი სიახლეები