ბაიდენი: მინდა უკრაინელებს ვუთხრა, შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, დროებითი ბიუჯეტი, რომელიც არ მოიცავს უკრაინის დახმარებას აშშ-ს გრძელვადიან გეგმებზე არ იმოქმედებს.
"მინდა ვუთხრა ამერიკის მოკავშიირებს, ამერიკელ ხალხს და ხალხს უკრაინაში - შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. ჩვენ არ მიგატოვებთ",- განაცხადა ჯო ბაიდენმა.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას მხარს უჭერს ორივე პარტიის უმრავლესობა - ბაიდენმა კონგრესმენებზე მოუწოდა "შეეწყვიტათ თამაში."
კონტექსტი
30 სექტემბერს ე.წ. შათდაუნის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა კონგრესისა და სენატის მიერ შეთანხმებულ 45-დღიან, დროებით ბიუჯეტს.
დამტკიცებული პროექტი რესპუბლიკური პარტიის მიერ იყო წარდგენილი და მასში არ შედიოდა უკრაინის დახმარებისთვის განკუთვნილი 6 მილიარდი დოლარი, რომელსაც თეთრი სახლი ითხოვდა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ აშშ-მ ჯამურად უკრაინას 45 მილიარდი დოლარის მოცულებულის სამხედრო, მაკროფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია.