ბორის ჯონსონი: ვულოცავ უკრაინას ბრწყინვალე იერიშს რუსეთის წინააღმდეგ

გერთიანებულის სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი, უკრაინის სამხედრო ძალების მიერ, რუსეთის ტერიტორიაზე, 1 ივნისს ჩატარებულ სამხედრო ოპერაციას გამოეხმაურა, რომლის შედეგადაც, რუსეთის ავიაციამ, უმნიშვნელოვანესი დარტყმა მიიღო. 

"უკრაინელები დაუოკებელი და ტექნოლოგიურად ბრწყინვალენი არიან. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ სამხედრო სამიზნეები გაანადგურონ, ხოლო პუტინი, განურჩევლად კლავს მოსახლეობას" 

ბორის ჯონსონის თქმით, დროა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა, მხარი დაუჭირონ ამერიკელი სენატორის, ლინდსი გრემის კანონპროექტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციების დაწესებას გულისხმობს. 

რესპუბლიკელი სენატორის კანონპროექტი გულისხმობს 500%-იანი სანქციების დაწესებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აგრძელებენ რუსეთიდან ენერგო პროდუქტების იმპორტს.

ამავე ინიციატივის ფარგლებში, პრეზიდენტი ვალდებული იქნება, რომ მინიმუმ ხუთი სანქცია დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც რომლებიც მნიშვნელოვან კავშირში არიან რუსეთის თავდაცვისა და დაზვერვის სექტორების წარმომადგენლებთან. 

სენატორ გრემის კანონპროექტს, მხარს უჭერენ, როგორც "რესპუბლიკური", ასევე "დემოკრატიული" პარტიის წარმომადგენლები. 

------------

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, 1 ივნისს, რუსეთის ტერიტორიაზე, იერიში მიიტანა აეროდრომებზე, რომლის შედეგადაც განადგურდა ან დაზიანდა რუსული სტრატეგიული ავიაციის დიდი ნაწილი. საუბარია, 41 თვითმფრინავზე, რომლის ღირებულებაც, უკრაინელების მიხედვით, 7 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს. 

კიევის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოპერაცია "ობობის ქსელი", დაახლოებით 18 თვის მანძილზე იგეგმებოდა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ კონსპირაციული ოფისი, საიდანაც სპეცოპერაცია მომზადდა, რუსეთში, სადაზვერვო სამსახურის გვერდით ჰქონდათ მოწყობილი. 

კრემლმა, უკრაინელების მიერ ჩატარებული ოპერაცია დაადასტურა, თუმცა, მეტი დეტალი, ამ დრომდე, არ გაუვრცელებია. 

მსგავსი სიახლეები