ბრიტანეთი: რუს ოკუპანტებს კიევის აღმოსავლეთით უკან დახევა მოუწიათ

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის ომის ყოველდღიური ანალიზი განაახლა, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინელებმა რუსი ოკუპანეტებისგან კიევის აღმოსავლეთით 35 კილომეტრიანი ზონა დაიბრუნეს.

თავდაცვის უწყების ვარაუდით, უკრაინის არმია ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, გოსტომელის აეროდრომისკენ კონტრ-იერიშს გააგრძელებს.

უკრაინის სამხრეთში რუსულმა საოკუპაციო ძალები ქალაქ ნიკოლაევისთვის გვერდის ავლას და ოდესის მიმართულებით შეტევას გეგმავენ, თუმცა მძლავრი უკრაინული წინააღმდეგობის გამო წინ წაწევას ვერ ახერხებენ, ნათქვამია სადაზვერვო მოხსენებაში.

მსგავსი სიახლეები