შვედეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ერთ-ერთ უდიდეს პაკეტს ამზადებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შვედეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პაკეტის გადასაცემად ემზადება.

ვითარების არსი: სატელეფონო საუბრისას უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა და მის შვედ კოლეგასთან განიხილა უკრაინისთვის განკუთვნილი შვედეთის მორიგი სამხედრო დახმარების პაკეტის შინაარსი, რომელსაც "ერთ-ერთ უდიდესს" უწოდებენ.

  • "შვედური მხარე ამზადებს მასშტაბურ დახმარების პაკეტს, რომელშიც შევა საჰაერო თავდაცვის საშუალებები და კომპანია Saab-ის წარმოების რადარები, ასევე შენატანები უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში - რადიოელექტრონული ბრძოლის დამატებითი სისტემები და დრონები, შორი მანძილის დარტყმის შესაძლებლობებით." - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ.
  • მხარეებმა ასევე "საგნობრივად განიხილეს" Gripen-ის ტიპის თვითმფრინავების და Meteor-ის ტიპის რაკეტების გადაცემის შესაძლებლობა, რომლებიც საკვანძო ინსტრუმენტებია მართვადი ავიაბომბების გადამტანი თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლველად.

დიდი სურათი: უკრაინა და შვედეთი ასევე განიხილავენ დამატებითი ფინანსური რესურსის შეტანის შესაძლებლობას PURL-ის ინიციატივაში (რომელიც ევროპელი მოკავშირეების ხარჯზე უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესყიდვას უზრუნველყოფს), კერძოდ, რუსული ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო საშუალებების შესაძენად.

  • გარდა ამისა, ისაუბრეს პარტნიორობაზე თავდაცვის ინოვაციებში, რათა უკრაინამ მოიზიდოს სახსრები თავდაცვითი კომპანიებისთვის და ინოვაციური გადაწყვეტილებების ტესტირებისთვის უშუალოდ ფრონტზე.
  • "პარალელურად, მხარეები მუშაობენ შვედეთის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უკრაინული გადაწყვეტილებების ერთობლივი წარმოების დაჩქარებაზე," - ნათქვამია კომიუნიკეში.

კონტექსტი: უკრაინის მთავრობაში მოელიან, რომ Gripen-ის მწარმოებელი ქარხანა უკრაინაში 2033 წელს აშენდება, ხოლო თავად თვითმფრინავებს უკრაინა "ბევრად უფრო ადრე" მიიღებს.

  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პირველი თვითმფრინავები უკრაინაში შესაძლოა უკვე 2026 წელს გამოჩნდეს.

მსგავსი სიახლეები