ბრიტანულ არმიას ავღანეთის ომის გმირი, გენერალ-ლეიტენანტი უოკერი უხელმძღვანელებს

ბრიტანეთის არმიის შემდეგი ხელმძღვანელი გენერალ-ლეიტენანტი როლი უოკერი იქნება, იუწყება გაზეთი ტელეგრაფი.
გენერალ-ლეიტენანტი უოკერი ავღანეთში მსახურობდა, სადაც თალიბანის თავდასხმებს გადაურჩა.
როგორც ბრიტანული მედია წერს, როლი უოკერს განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა აქვს თავდაცვის ამჟამინდელ მდივან ბენ უოლესთან.
ამჟამად გენერალ-ლეიტენანტი თავდაცვის შტაბის უფროსის მოადგილეა და თავდაცვის სამინისტროს მთავარ შენობაში მუშაობს, სადაც ბენ უოლესთან ხშირად უწევს პირისპირ შეხვედრა.
თუმცა ტელეგრაფის ცნობით, მათი ურთიერთობა უკვე 30 წელს ითვლის - ისინი ერთად მსახურობდნენ და ბელფასტში ერთ ოთახშიც კი ცხოვრობდნენ.
როლი უოკერი ირლანდიის გვარდიაში 1993 წლიდან მსახურობდა, სანამ 1997 წელს საჰაერო ძალების 22-ე სპეციალურ პოლკს შეუერთდებოდა.
შემდეგ მან გრენადერთა გვარდიაში გადაინაცვლა, სანამ 2011 წელს გენშტაბში დააწიაურებდნენ.
2009 წლის ნოემბერში, როდესაც გენერალ-ლეიტენანტი უოკერი გრენადერთა გვარდიის პირველი ბატალიონის ოფიცერი იყო, ავღანეთში მის სამხედროებს თავს დაესხნენ, რამაც ხუთი ბრიტანელი ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. იმ პერიოდში ეს ჰელმანდის პროვინციის ყველაზე სახიფათო ადგილად ითვლებოდა.
მომდევნო წელს, ასევე ჰელმანდის პროვინციაში, ჯავშანმანქანა, რომლითაც ოუკერი გადაადგილდებოდა, ნაღმზე აფეთქდა და 1.8 მეტრის სიმაღლეზე აფრინდა. უოკერი და ჯავშანმანქანის დანარჩენი მგზავრები უვნებლად გადარჩნენ.