ჩეხეთი უკრაინას მოიერიშე ვერტმფრენებს და დამატებით ამუნიციას გადასცემს
.jpg)
ჩეხეთი უკრაინას მოიერიშე ვერტმფრენებს და მსხვილკალიბრიან საბრძოლო მასალას გადასცემს, გარდა ამისა დაეხმარება პილოტების წვრთნაში ამერიკული წარმოების F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე.
ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"დღეს მე დავუდასტურე ბატონ პრეზიდენტს, რომ მომდევნო თვეებში ჩეხეთი უკრაინას მოიერიშე ვერტფმრენებს და 100 ათასს მსხვილკალიბრიან ჭურვს გადასცემს",- განაცხადა ფიალამ.
ჩეხეთის პრემიერი ამბობს რომ გარდა ამისა უკრაინა მიიღებს F-16-ის საწვრთნელ სიმალატორებს, რაც მათ პილოტების წვრთნაში დაეხმარება.
"უნდა ვთქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგობა ბარბაროსული რუსული აგრესიის წინააღმდეგ აღფრთოვანებას იწვევს და მიხარია, რომ ამ ბრძოლაში უკრაინელებს ჩეხეთის მიერ გადაცემული შეიარაღება ეხმარება",- თქვა ფიალამ.
ჩეხეთის პრემიერის თქმით, მისმა ქვეყანამ უკრაინას უკვე გადასცა 700 სხვადასხვა ტიპის მძიმე შეიარაღება და 4 მილიონამდე სხვადასხვა საბრძოლო მასალა.
კონტექსტი
ამ დროისთვის ჩეხეთის არმიის განკარგულებაში დაახლოებით 40-მდე სხვადასხვა ტიპის ვერტმფრენია, მათ შორის 30 საბჭოთა ან რუსული წარმოების, МИ-ს სერიის საფრენი აპარატებია.
ჩეხეთის შეიარაღებული ძალების განკარგულებაშია ასევე მოდერნიზებული МИ 171-ის ტიპის ვერტმფრენები. უკრაინისთვის გადაცემული ვერტფმრენებს ჩეხეთს ამერიკის შეერთებული შტატები ჩაუნაცვლებს.