ჩინეთმა შეარბილა პოზიცია სატარიფო ომზე და მოლაპარაკებების მზაობაზე მიანიშნებს

ჩინეთის სახელმწიფო პროპაგანდა ირწმუნება, რომ ქვეყნის ინტერესები არ დაზიანდება, თუ პეკინი შეერთებული შტატების მიერ ინიცირებულ მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთვება, რომელმაც სავაჭრო უთანხმოება უნდა მოაგვაროს.
State Of Play: ეს ჩინეთის მხრიდან დონალდ ტრამპი მიერ ინიცირებულ სავაჭრო ომში პოზიციების შერბილებაზე მიუთითებს. გასულ დღეებში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს მხრიდან დაწესებული უპრეცედენტოდ მაღალი ტარიფების ფონზე ჩინეთის ინდუსტრიული აქტივობის მაჩვენებლები 2023 წლის შემდეგ მინიმალურ დონემდე შემცირდა.
- ჩინეთის პოზიციის ცვლილებას წინ უძღოდა ტრამპის ადმინისტრაციის შერბილებული მიდგომაც, რომელმაც თავდაპირველად პროდუქციის საკმაოდ ვრცელ ჩამონათვალზე გააუქმა ტარიფები.
- ამერიკული მედიის ცნობით, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე უმსხვილესმა ამერიკელმა რითეილერებმა Target, Wallmart, Amazon და სხვები პრეზიდენტი გააფრთხილეს, რომ ტარიფების პირობებში გარკვეულ ეტაპზე მათი თაროების დიდი ნაწილი დაცარიელდებოდა.
Big Picture: 30 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ამერიკული ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 0.3%-ით შემცირდა.
- სავაჭრო მოლაპარაკებებში პეკინის ჩართვას მიესალმა კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობასთან აფილირებული მედია იუიან ტინტიანი - გამოქვეყნებულ მასალაში ნათქვამია, რომ გასული კვირების განმავლობაში ტრამპის ადმინისტრაციამ არაერთხელ სცადა პარტიის ხელმძღვანელობასთან დაკავშირება.
Context: ამერიკული მედიის ცნობით, დონალდ ტრამპს სი ძინფინგთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა სურს, თუმცა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ლიდერების სატელეფონო საუბრებამდე ამერიკა გარკვეულ დათმობებზე უნდა წავიდეს.
- თავის მხრივ ტრამპი ირწმუნება, რომ ჩინეთი რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაშია და პეკინი აქტიურად ცდილობს ამერიკასთან ახალ სავაჭრო შეთანხმებაზე სამუშაო პროცესის დაწყებას.