შიდაპოლიტიკური კრიზისის ასარიდებლად, მაკრონი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდება

დღეს, საფრანგეთის პრეზიდენტი სხვადასხვა პარტიის ლიდერებს შეხვდება. მათ შორის იქნებიან მისი მწვავე კრიტიკოსები, როგორც ულტრე-მემარჯვენე, ასევე მემარცხენე ფლანგიდან. 

პარტიის ლიდერებისთვის გაგზავნილ მოსაწვევში მაკრონი წერს, რომ მას ახალ კანონებზე ერთად მუშაობის სურვილი აქვს, ხოლო "თუ საჭირო გახდა, მზადაა რეფერენდუმი ჩაატაროს." 

დისკუსიის დროს, სავარაუდოდ, პოლიტიკოსები პლებისციტის გამოყენების იდეაზეც ისაუბრებენ, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მიგრაცია და განათლება. განსხვავებით რეფერენდუმისგან, პლებისციტის შედეგს, სავალდებულო ხასიათი არ ექნება. 

მას შემდეგ, რაც ეროვნულ ასამბლეაში, გასულ წელს, მაკრონის პარტიამ აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოიპოვა, გადაწყვეტილების მიღებაში, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წილი გაიზარდა. 

არაერთხელ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა საკითხზე კონსესუსი ვერ გაფორმდა, რის შემდეგაც, როგორც მემარჯვენე ორბიტის პარტიები, ასევე მემარცხენეები, რეფერენდუმის დანიშნვას მოითხოვდნენ.

ამის მკაფიო მაგალითს წარმოადგენს მაკრონის "საპენსიო რეფორის" სახელით გატარებული ცვლილება, როდესაც მემარცხენეები რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვდნენ. 

არსებული ინფორმაციით, მაკრონის პარტია რენესანსი მომხრეა ისეთი რეფერენდუმის მოდელის, სადაც 3-დან 5 კითხვამდე ექნებათ მოქალაქეებს პასუხი გასაცემი. 

"თუკი ხალხი თანხმობას განაცხადებს, ეს იქნება ლეგიტიმაციის აღდგენისკენ მიმავალი გზა,"- განაცხადა რენესანსის ერთ-ერთმა წარომადგენელმა. 

გამოცემა Le Monde-ში მიაჩნიათ, რომ თუკი ამ საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა, ემანუელ მაკრონს არ ექნება ბევრი ბერკეტი, რათა საკუთარი მეორე ვადა "გადაარჩინოს."

რეფერენდუმი იშვიათად, მაგრამ წარსულში რამდენიმეჯერ გამოყენებული ინსტრუმენტია, მათ შორის ჟაკ შირაკისა და ფრანსუა მიტერანის პერიოდში. უბრალოდ, ამ მოდელისგან განსხვავებით, რეფერენდუმის ტრადიციული სახე, ძირითადად ერთ კითხვას მოიცავს, სადაც მოქალაქეებმა "კი" ან "არა" უნდა უპასუხონ. 

პოლიტიკური ლიდერები ამ საკითხებზე სამსჯელოდ სენ-დენიში, პარიზის მახლობლად არსებულ დასახლებაში შეიკრიბებიან, რომელიც ბოლო დემონსტრაციების დროს, ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი იყო. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია ნათქვამია, რომ გაიმართება ორი შეხვედრა, რომელიც საერთაშორისო საკითხებსა და ინსტიტუციურ რეფორმებს შეეხება. ხოლო ვახშამზე, მხარეები "დემონსტრაციების დროს გამოკვეთილ პრობლემებზე ისაუბრებენ, ამ საკითხთა შორის არის - განათლება, ინტეგრაცია და უთანასწორბა."

ისე ჩანს, რომ მაკრონის მთავრობას ამოეწურა, როგორც ალიანსების რესურსი, ამავდროულად არაპოპულარული ნაბიჯის - გადაწყვეტილების ეროვნული ასამბლეის გვერდით ავლის გამოყენების საშუალებაც, რომელსაც კონსტუტიტციის 49.3 მუხლი არეგულირებს. 

სწორად ამ მუხლის გამოყენებით გახდა "საპენსიო რეფორმის" გატანა შესაძლებელი, რაც ბევრმა, მწვავედ გააკრიტიკა. 

სავარაუდოდ, ემანუელ მაკრონის სტრატეგია შემდეგი იქნება: იმ საკითხების გამოკვეთა, რაზეც შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია და შემდეგ ფრანგი ამომრჩევლებისთვის, გადაწყვეტილების მიღების მინდობა. 

მსგავსი სიახლეები