ემინემმა რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს თავისი სიმღერის გამოყენება აუკრძალა

ამერიკელმა რეპერმა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობის მსურველს, ვივეკ რამასვამის მოუწოდა, რომ მისი მუსიკა, კამპანიის დროს არ გამოიყენოს.

ვივეკ რამასვამიმ, რომელსაც ბევრი დონალდ ტრამპს ამსგავსებს, აიოვას შტატში ყოფნის დროს, ემინემმის ცნობილი სიმღერა - Lose yourself შეასრულა. 

ვივეკ რამასვამი Lose Yourself-ის შესრულების დროს

ამერიკულ მედიასთან საუბრის დროს, ჰარვარდის უნივერსტიეტში რამასვამის ყოფილმა კურსელმა გაიხსენა, რომ რესპუბლიკური პარტიის ლიდერობის მსურველს, კურსზე "Da Vek'-ის სახელით იცნობდნენ, სადაც ის ლიბერტარიანული შინაარსის ტექსტებს რეპავდა. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მუსიკოსები პოლიტიკოსებს მათი სიმღერების გამოყენების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. ერთ-ერთი ბოლო ასეთი შემთხვევა The Rolling Stones-ს უკავშირდება, როდესაც დონალდ ტრამპს მსგავსიო მოთხოვნა წაუყენეს და სასამართლოში ჩივილითაც დაემუქრნენ. 

 

მსგავსი სიახლეები