ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი საბოლოოდ დაამტკიცა
ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფა საბოლოოდ დაამტკიცა.
ვითარების არსი: ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ ევროკავშირის სტრატეგია უკრაინაში სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად ორ ძირითად პრინციპს ეფუძნება:
- უკრაინის გაძლიერებასა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდას.
- მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით ევროპამ ორივე მიმართულებით წინ გადადგა ნაბიჯი.
დეტალურად: გამოყოფილი კრედიტი უკრაინის ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას 2026-2027 წლებში უზრუნველყოფს.
- ამასთანავე, ევროკავშირმა მიიღო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი, რაც მიზნად ისახავს აგრესორი ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობების მაქსიმალურ შეზღუდვას.
- აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ელჩებმა კრედიტსა და სანქციების პაკეტს მხარი მას შემდეგ დაუჭირეს, რაც უნგრეთმა დაწესებული ვეტო მოხსნა.
უკრაინის პოზიცია: პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ კიევი ამ კრედიტის პირველ ტრანშს მაისის ბოლომდე ან ივნისის დასაწყისისთვის ელოდება.
- მისი განმარტებით, აღნიშნული თანხები მიიმართება არმიის გაძლიერებისკენ, იარაღის წარმოების, პარტნიორებისგან დეფიციტური შეიარაღების შესყიდვისა და მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერისთვის.
- პარალელურად, ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე უკრაინული მხარის დარტყმების შესახებაც.
- მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის პასუხი რუსულ აგრესიაზე „სარკისებურია“ და მტრის დანაკარგები ათეულობით მილიარდს აღწევს, რაც რუსეთისთვის კრიტიკულია.
- პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ირანში მიმდინარე ომმა რუსეთს ენერგომატარებლების გაძვირების ხარჯზე გარკვეული შემოსავალი მოუტანა, ამან მაინც ვერ შეძლო რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტის სრულად შევსება.
კონტექსტი: უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას მანამდე უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ბლოკავდა.
- უნგრეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა, არჩევნებში გამარჯვებიდან მალევე თანხას ბლოკი მოხსნა; საპასუხოდ, ის უკრაინისგან მილსადენ „დრუჟბას“ მუშაობის აღდგენას ელოდება.