გაზავებული ბენზინის გამო ირანის პრეზიდენტს ტაქსიზე გადაჯდომა მოუწია

გაზავებული ბენზინის გამო ირანის პრეზიდენტის საავტომობილო კორტეჟმა სვლა ვეღარ გააგრძელა, ხოლო პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს ტაქსიზე გადაჯდომა მოუწია. 

State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა NasrNews ავრცელებს. 

  • წყაროს ცნობით, შემთხვევა თავრიზში პრეზიდენტის არაოფიციალური ვიზიტის დროს მოხდა.
  • საპრეზიდენტო კორტეჟის 3 ავტომობილში საწვავი ქალაქ ქაზვინის ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე ჩაასხეს, აღმოჩნდა, რომ ბენზინი წყალში იყო გაზავებული, რის გამოც ავტომობილებმა ვერ შეძლეს მისულიყვნენ დანიშნულების ადგილამდე. 

Big Picture: პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საბოლოოდ დანიშნულების ადგილამდე ფეზეშქიანი ტაქსით მივიდა. 

  • "მასუდ ფეზეშქიანს არ მიუღია ოფიციალური ზომები ინცინდენტის საპასუხოდ და საპრეზიდენტო კორტეჟის ნაცვლად თავრიზში კერძო ტაქსით გაემგზავრა."

მსგავსი სიახლეები