ინდოეთის გადამამუშავებელმა საწარმოებმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეწყვიტეს

დონალდ ტრამპის მუქარების ფონზე ინდოეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელმა საწარმოებმა რუსული ნავთობის შესყიდვები შეწყვიტეს. 

State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს - გასულ დღეებში დონალდ ტრამპი რუსული ნავთობის შემსყიდველებს დამატით 100%-იანი საბაჟო ტარიფებით დაემუქრა. 

  • წყაროების ცნობით საუბარია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 4 უმსხვილეს გადამამუშავებელ საწარმოზე: Indian Oil Corporation, Hindustan Petroleum Corporation, Bharat Petroleum Corporation, Mangalore Petrochemical LTD. 

  • ეს ქვეყნის უმსხვილესი გადამამუშავებელი საწარმოები - წყაროების ცნობით, რუსული ნავთობის შესყიდვა გასული კვირიდან შეწყდა და მის ნაცვლად კომპანიებმა ახლო აღმოსავლური და დასავლურ აფრიკულ წარმოების ნავთობის შესყიდვები დაიწყეს. 

  • აღნიშნულ საწარმოებზე მთელი გადამამუშავებელი სიმძლავრის 60%-ზე მეტი მოდის. 

Big Picture: 30 ივლისს დონალდ ტრამპმა ინდოეთისთვის 25%-იანი დამატებითი საბაჟო გადასახადის დაწესების შესახებ გამოაცხადა - მისი განმარტებით ამის ერთ-ერთი მიზეზი რუსეთისგან ნავთობისა და შეიარაღების შესყიდვა გახდა. 

  • Bloomberg-ის წყაროები ნიუ-დელიში ამბობენ, რომ ამერიკელი პრეზიდენტის გადაწყვეტილება და მუქარა 100%-იანი საბაჟო ტარიფის შესახებ "უსიამოვნო სიურპრიზი" აღმოჩნდა ინდოელი მაღალჩინოსნებისთვის. 

  • წყაროების ცნობით, ნიუ-დელიში იმედი ჰქონდათ, რომ შეერთებულ შტატებთან სავაჭრო შეთანხმებას სწრაფად გააფორმებდნენ - ინდოელი მაღალჩინოსნები განიხილავენ ვითარების გამოსწორების სხვადასხვა ვარიანტებს, მათ შორის ამერიკული თხევადი ნავთობისა და საკომუნიკაციო მოწყობილობების შესყიდვების გაზრდას. 

Context: წლიურად იმპორტირებული ნავთობის რაოდენობით ინდოეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა - ამავდროულად, ქვეყანა ზღვით ტრანსპორტირებადი რუსული ნავთობის უმსხვილესი მყიდველია. 

  • ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ კერძო საკუთრებაში არსებული ინდური კომპანიები. 

Go Deeper: ინდოეთის ნავთობის მინისტრი სანქციების რისკზე: რუსული ნავთობის გარეშეც ვიცხოვრებთ

 

 

მსგავსი სიახლეები