ირანმა ჩინეთს 800-მდე ბალისტიკური რაკეტის დასამზადებლად მასალა შეუკვეთა - WSJ

Wall Street Journal-ის ცნობით, ირანმა ჩინეთისგან ბალისტიკური რაკეტების წარმოებისთვის დიდი რაოდენობით მასალები შეუკვეთა, რომლითაც ისლამური რესპუბლიკა საკუთარი და მისი მარიონეტული ქსელის სამხედრო შესაძლებლობების აღდგენას ცდილობს.

State Of Play: Axios-ის თანახმად, ისრაელმა თეთრ სახლს აცნობა, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებს არ გეგმავს, თუ მოლაპარაკებები არ ჩაიშლება.

  • WSJ ამ საკითხზე ინფორმირებულ პირზე დაყრდნობით წერს, რომ თეირანმა პოტენციურად 800-მდე რაკეტის დასამზადებლად საკმარისი რაოდენობის ამონიუმის პერქლორატი შეუკვეთა.
  • გამოცემის ცნობით, ამ მასალის მიწოდებაზე შეთანხმებას თვეების წინ მიაღწიეს, სავარაუდოდ, მანამ, სანამ ტრამპის ინიციატივით ირანთან ბირთვული მოლაპარაკებები დაიწყებოდა.
  • ამონიუმის პერქლორატი ირანულმა კომპანია Pishgaman Tejarat Rafi Novin-მა ჰონგ-კონგში დაფუძნებული კომპანია Commodities Holdings-ს შეუკვეთა.  

Big Picture: გამოცემის წყაროს თქმით, ამონიუმის პერქლორატის ნაწილი, სავარაუდოდ, ირანის მარიონეტულ დაჯგუფებებთან გაიგზავნება, როგორიცაა იემენელი ჰუსიტები, რომლებმაც არაერთხელ დაბომბეს ბალისტიკური რაკეტები ისრაელი.

  • გავრცელებული ინფორმაციით, მასალის დიდი ნაწილი ირანში დარჩება, რადგან ქვეყანა ოქტომბერში ისრაელის ავიადარტყმების შედეგად დაზიანებული რაკეტების წარმოების ქარხნების შეკეთებაზე მუშაობს.
  • WSJ-სცნობით, ისრაელის ოქტომბრის დარტყმებმა ათობით ე.წ. მიქსერი გაანადგურა, რომლებიც ბალისტიკური რაკეტების მასალებს ურევს.

მსგავსი სიახლეები